ბაშარ ასადი: ევროპამ სირია ტერორიზმის კერად აქცია

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშიბაშარ ასადი
ბაშარ ასადი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰოლანდიურ ტელეკომპანია NOS-თან ინტერვიუში სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ვრცლად ისაუბრა თუ რა მიდგომას ემხრობა ევროპა ტერორიზმთან ბრძოლაში და რატომ ჩადიან სირიაში ევროპიდან ჯიჰადისტები.

თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. ევროპამ თურქეთთან, ყატართან და საუდის არაბეთთან ერთად სირია ტერორიზმის კერად აქციეa, განაცხადა სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ჰოლანდიურ ტელეკომპანია NOS-თან ინტერვიუში, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

სირიის ლიდერმა ასეთი პასუხი გასცა კორესპონდენტის კითხვაზე თუ რატომ მიდიან ევროპიდან სირიაში ასობით ჯიჰადისტი. „ყველაზე მთავარი კითხვა არის თუ საიდან გაჩნდნენ ისინი თქვენთან, ევროპაში. ის, რომ ისინი სირიაში ჩამოდიან ეს ჩვეულებრივი მოვლენაა იმის შემდეგ, რაც სირია ტერორიზმის კერად იქცა მას შემდეგ, რაც ევროპამ, თურქეთმა, ყატარმა და საუდის არაბეთმა ტერორიზმს სხვადასხვა ფორმით დაუჭირეს მხარი“, — განაცხადა ასადმა.

მისი აზრით, ევროპა ტერორიზმთან ბრძოლის არასწორ მიდგომას ემხრობოდა. „ პირველ რიგში, ევროპულმა ხელისუფლებამ თავი ვერ გაართვა დავალებას — ამ ადამიანების ინტეგრაციას (მიგრანტები, როგორც პოტენციური ტერორისტები — რედ.) ევროპულ საზოგადოებაში.

ევროპის მეორე შეცდომა ისაა, რომ ევროპის ბევრმა ლიდერმა „თავიანთი ღირებულებები ნავთობზე გაყიდეს“. „ მათ საშუალება მისცეს ვაჰაბისტებს, რომ თავიანთი ექსტრემისტული იდეოლოგია ევროპაში შეეტანათ. ამიტომაც თქვენ ახდენთ ტერორისტების ექსპორტს. ჩვენ მათ ექსპორტს არ ვახორციელებთ: ისინი სირიაში ჩამოდიან და შემდეგ კვლავ ევროპაში ბრუნდებიან“, აღნიშნა ასადმა და ამასთან დასძინა, რომ პარიზის ტერაქტის პასუხისმგებლები არა სირიელი არამედ ევროპელი ტერორისტები იყვნენ“. 

ბაშარ ასადმა ღიმილით აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადება — სირიის ლიდერს ჯერჯერობით შეუძლია ხელისუფლებაში დარჩეს. მანამდე კი დასავლეთი ხელისუფლებიდან მის წასვლას მოითხოვდა. „მადლობა მათ ამისთვის, თორემ მე უკვე ჩემოდნებს ვალაგებდი. მე უნდა დამეტოვებინა აქაურობა, ახლა კი შემიძლია დავრჩე“, — განაცხადა სირიის პრეზიდენტმა.

მისი განმარტებით, მხოლოდ სირიის მოსახლეობას შეუძლია განსაზღვროს და გადაწყვიტოს მისი ხელისუფლებიდან წასვლა ან დარჩენა. ასადის განცხადებით, თუ მოსახლეობა მისგან პოსტის დატოვებას მოისურვებს, ის ამას აუცილებლად გააკეთებს.


ყველა ახალი ამბავი
0