იუნისეფი: მსოფლიოში ყველა მერვე ბავშვი კონფლიქტის ზონაში იბადება

© photo: Sputnik / Сергей Строителев / გადასვლა მედიაბანკშილტოლვილები კუნძულ ლესბოსზე
ლტოლვილები კუნძულ ლესბოსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც გაეროს ბავშვთა ფონდი იუწყება, ახალშობილი ბავშვები და მათი დედები სერიოზულ რისკებს აწყდებიან ისეთ კონფლიქტურ ქვეყნებში, როგორებიცაა: ავღანეთი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ერაყი, სამხრეთ სუდანი, სირია და იემენი.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. მსოფლიოში ყოველი მერვე ბავშვი კონფლიქტის ზონაში იბადება, — იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ გაეროს ბავშვთა ფონდის მოხსენებაზე დაყრდნობით. 

როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, 2015 წელს კონფლიქტურ ზონებში 16.6 მლნ–მდე ბავშვი დაიბადა, რაც 200 ათასით მეტია წინა წელთან შედარებით. იუნისეფის ექსპერტების ვარაუდით, მომავალ წელს კონფლიქტურ ზონებში 16.7 მლნ ბავშვი დაიბადება. 

„კონფლიქტურ ქვეყნებში, როგორებიცაა  ავღანეთი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ერაყი, სამხრეთ სუდანი, სირია და იემენი და ასევე იმ გზებზე, რომელთა გავლაც უწევთ ომისთვის თავის ასარიდებლად, ახალშობილები და მათი დედები სერიოზულ რისკებს აწყდებიან. დედები ანტისანიტარიულ გარემოში, სამედიცინო დახმარების გარეშე მშობიარობენ. ეს ბავშვები, დიდი ალბათობით, ხუთ წელზე მეტ ხანს ვერ იცოცხლებენ“, — ნათქვამია მოხსენებაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, 2015 წელს ევროკავშირში თავშესაფარი 200 ათასმა ბავშმა ითხოვა, დაახლოებით 30 მლნ ბავშვი მთელ მსოფლიოში იძულებული იყო მიეტოვებინა სახლი კონფლიქტის საფრთხის გამო, ხოლო 250 მლნ ბავშვი კონფლიქტურ ქვეყანაში ცხოვრობს. 


ყველა ახალი ამბავი
0