06:57 21 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
ევროკავშირი

ევროკავშირი ახალ სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სამსახურს ქმნის

მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
3901

ევროკავშირის გარე საზღვრების სამმართველო უნდა დაიყოს, მიიჩნევს ევროკომისარი იმიგრაციის, შინაგან საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საზღვრის დაცვის ევროპული სააგენტო Frontex-ის ნაცვლად შეიქმნება ევროპული სასაზღვრო სამსახური და სანაპირო დაცვა (EBCG), ის ევროკავშირის გარე საზღვრებს გააკონტროლებს, განაცხადა ევროკომისარმა იმიგრაციის, შინაგან საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა გაზეთ Та Неа-სთან ინტერვიუში.
ახალი სამსახური საზღვარზე შექმნილ ვითარებაში ჩარევას ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოთხოვნის გარეშე შეძლებს, განაცხადა ავრამოპულოსმა. რადგანაც მასში გაერთიანდებიან „საზღვრის მართვაზე პასუხისმგებელი ეროვნული ორგანოები“, ის შეძლებს მოქმედებას კრიზისული სიტუაციების აღსაკვეთად, როდესაც საზღვრის დაცულობას არასაკმარისად ჩათვლის, განმარტა ევროკომისარმა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
 „იდეის არსი ისაა, რომ ჩვენი გარე საზღვრების სამმართველო დაიყოს“, — განაცხადა ავრამოპულოსმა. სავარაოდოდ, ახალი სამსახურის შექმნის თაობაზე სამშაბათს ევროპარლამენტში და 17-18 დეკემბერს ევროკავშირის სამიტზე იმსჯელებენ.
მან ასევე განაცხადა, რომ „არსობრივად, საბერძნეთის შენგენიდან გარიცხვის საკითხი არასდროს დამდგარა“.


მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წელს უკეთესი და მშვიდობიანი ცხოვრებისთვის ევროპაში 985 312 ლტოლვილი და მიგრანტი ჩავიდა. მათი ყველაზე დიდი რაოდენობა — 800 ათასზე მეტი — საბერძნეთმა მიიღო. ამასთან, ევროპისკენ მიმავალ გზაზე 3,7 ათასი ადამიანი დაიღუპა, ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

მთავარი თემები