წყარო: ჰომსის ცენტრში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

© photo: Sputnik / Михаил Воскресенский / გადასვლა მედიაბანკშისირიის ქალაქი ჰომსი
სირიის ქალაქი ჰომსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზ-ზაჰრის კვარტალში, ალ-აჰლის ჰოსპიტალთან ავტომობილი აფეთქდა. დაიჭრა ათეულობით ადამიანი, არის მსხვერპლი, ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, განაცხადა ჰომსის სახალხო მოლაშქრეთა რაზმის მონაწილემ.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. ტერორისტებმა ქალაქ ჰომსის ცენტრში, ჰოსპიტალთან დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს. არის მსხვერპლი და ათეულობით დაჭრილი, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ჰომსის სახალხო მოლაშქრეთა წარმომადგენლის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

 „მანქანა ასფეთქებელი მოწყობილობით აზ-ზაჰრის კვარტალში, ალ-აჰლის ჰოსპიტალთან აფეთქდა. დაიჭრა ათეულობით ადამიანი, არის მსხვერპლი, მაგრამ ზუსტი რაოდენობის დასახელება ჯერჯერობით არ შეგვიძლია“, — განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.
 ხუთშაბათს სამი დანაღმული ავტომობილი ელ-ჰასაკის პროვინციაში, ქალაქ ტელ-ტამერში აფეთქდა. ერთი ტერაქტი სამხედრო ჰოსპიტალთან მოხდა, კიდევ ორი — ქალაქის ხალხმრავალ ადგილებში. დაიღუპა დაახლოებით 60 ადამიანი, ასზე მეტი — დაიჭრა.

სირია - Sputnik საქართველო
მედია: ქალაქ ჰომსს კვლავ სირიის არმია აკონტროლებს

 ქალაქ ჰომსში კვირის დასაწყისში ალ-უაერის კვარტალში ზავი ამოქმედდა. ზავის პირველ დღეს კვარტალი დაახლოებით 300-მა ბოევიკმა და მათი ოჯახის დაახლოებით 500-მა წევრმა დატოვა. ალ-უაერის რაიონში 75 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ის ჰომსში შეიარაღებული დაჯგუფების მიერ კონტროლირებად უკანასკნელი ადგილია.

 მშვიდობიანი შეთანხმება ალ-უაერში მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 2013 წელს ჰომსის ძველ რაიონებში მსგავს შეთანხმებებს მიაღწიეს, რის შემდეგაც ბოევიკების რაზმებს შორის უთანხმოებები დაიწყო. სირიის არმია და მოლაშქრეები დაპყრობილ რაიონს შტურმით არ იღებდნენ, რადგან იქ სამოქალაქო პირთა დიდი რაოდენობა ბლოკირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
 ალ-უაერის ზავის შედეგად ჰომსი ტერორისტული დაჯგუფებებისგან მთლიანად გათავისუფლდება და პროვინციის ცენტრალურ ნაწილში უსაფრთხოების გარანტი გახდება, გარდა ჩრდილოეთ გარეუბნისა. ასეთი ზავი, თავისი მასშტაბებით, სირიის კრიზისის დაწყებიდან მეორე შემთხვევაა.

ყველა ახალი ამბავი
0