01:25 22 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8436
  • 100 RUB3.8430
  • USD2.4417
ქალაქი ალეპო, სირია

სირიის სომხური თემი: ხედვა მოვლენების ცენტრიდან

© photo: Sputnik / Александр Макаров
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
4401

ომამდე სირიაში სულ ცოტა ასი ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ისინი 1915 წელს სომეხთა გენიციდს გადარჩენილთა შთამომავლები არიან. სირიის სომხური თემი მთელს მსოფლიოში გაბნეული სომხური დიასპორის ერთ-ერთ ყველაზე ორგანიზებულ თემად ითვლებოდა.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. ასე იყო ისტორიულად განსაზღვრული, რომ ზუსტად ასი წლის წინ სომეხთა უზარმაზარმა რაოდენობამ, რომლებიც ოსმანეთის იმპერიას გადაურჩნენ, თავშესაფარი სირიაში და პირველ რიგში, ალეპოში ჰპოვა. მას შემდეგ მიღებულია, რომ ალეპოს სომხურ დიასპორას შუა აღმოსავლეთის მთელს რეგიონში სომეხთა „ძირითადი დასახლება“ უწოდონ.

 ამჟამად ვითარება ალეპოში საკმაოდ დაძაბულია. ქალაქის მისადგომებთან სამთავრობო ჯარებსა და „ისლამური სახელმწიფოს“ (არაბულად — დაიში) ბოევიკებს შორის გამუდმებული ბრძოლები მიმდინარეობს. სამთავრობო ჯარები ავიწროებენ დაიშს, თუმცა ქალაქი ბოევიკების არტილერიით მაინც იბომბება. თუმცა, სომხები ირწმუნებიან, რომ მას შემდეგ, რაც სამთავრობო ძალების დასახმარებლად რუსული ავიაცია ჩაერთო, თვითონ ქალაქში მეტმა სიმშვიდემ დაისადგურა. უკვე ნორმალურ გრაფიკში ამუშავდა საგანმანათლებლო დაწესებულებები, შეიძლება ბავშვის სკოლაში გაშვება ისე, რომ საარტილერიო სროლების არ შეგეშინდეს.
  თვითონ ალეპოში ჩამოყალიბებული ვითარების შესახებ პორტალ „
Sputnik სომხეთს“ სამეურვეო საბჭოს (ალეპოს სომხური კოლონიის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანო) წევრმა, სარგის ჩემბერჩიანის სახელობის მეორადი გიმნაზიის დირექტორმა ანდრანიკ პოგოსიანმა უამბო.
— ამჟამად ვითარება ალეპოში საკმაოდ მშვიდია. მადლობა ღმერთს, რომ სამთავრობო ჯარებმა თურქების (ალეპოელი სომხები დაიშის ბოევიკებს თურქებს უწოდებენ) გარეუბნებიდან გაგდება შეძლეს. ახლა უკვე ქალაქის ცენტრს არ ბომბავენ — საომარი მოქმედებები საკმაოდ შორს მიმდინარეობს, ქალაქის კვარტლებს გარეთ. სომხურ რაიონებში ცხოვრება თანდათან თავის კალაპოტს უბრუნდება. ამუშავდა საბავშვო ბაღები, სკოლები, ყველა სასწავლო დაწესებულება თანდათან ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება.


  ჩვენ, ადგილობრივი სომხები, რუსული ავიაციის მუშაობას, პრაქტიკულად, ყოველდღე ვადევნებთ თვალს, მისი წყალობით მოხდა ბოევიკების — ტერორისტების განდევნა ქალაქიდან. ვაკვირდებით, ახლა უკვე შორს, როგორც ბომბავენ მტრის პოზიციებს და რუსი მფრინავებისთვის ვლოცულობთ, მარტო ჩვენ — სომხები არა, ქალაქის მთელი მოსახლეობა, სირიელები, რომლებიც ჩვენ გვერდით ცხოვრობენ, დარწმუნებული არიან, რომ თავად უფალმა გამოგვიგზავნა დასახმარებლად რუსეთი. რუსულმა თვითმფრინავებმა ხვალიდელი დღის რწმენა დაგვიბრუნა.
 მართალია, ამჟამად ქალაქში ცხოვრება საკმაოდ რთულია იმ თვალსაზრისით, რომ ბრძოლების დროს სერიოზულად დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა; პრობლემებია წყალთან, შუქთან დაკავშირებით, არ არის ნორმალური ტრანსპორტი… არ არის სამუშაო, შეუძლებელია რაიმე ბიზნესის წარმოება. ამიტომ ენა არ მოუბრუნდება ადამიანს, გაკიცხოს ისინი, ვინც ქალაქიდან, ქვეყნიდან წასასვლელად ყველაფერ შესაძლებელს აკეთებენ. ყველას უნდა ნორმალური ცხოვრება, ომის გარეშე.
 ჩვენი საბჭო ცდილობს, შეძლებისდაგვარად, აღრიცხოს ის სომხები, ვინც ქვეყანას ტოვებენ. მხოლოდ ბოლო ათ დღეში ალეპო ათმა ოჯახმა დატოვა და თანაც სამშობლოში, სომხეთში მხოლოდ ორი ოჯახი გაემგზავრა. დანარჩენი რვა კანადაში წავიდა. რა უნდა თქვა? ადამიანებს სამუშაო სჭირდებათ, რომ ოჯახები, ბავშვები არჩინონ. წინასწარი შეფასებებით, ალეპოდან წელს, ალბათ, 7-დან 10 ათასამდე ადამიანი გაემგზავრა. არა მგონია, ისინი ოდესმე უკან დაბრუნდნენ.
  სომხური კოლონია ქამიშლიში (ალეპოს გარეუბანი) ომამდე 10-12 ათას ოჯახს ითვლიდა. ახლა, საუკეთესო შემთხვევაში, 2-3 ათასი ოჯახია დარჩენილი. სამწუხაროდ, ყველაზე მსხვილი, „ძირითადი“ სომხური კოლონია რეგიონში ამიერიდან აღარ არსეობს და ამასთან შეგუება მოგვიწევს.

 

მთავარი თემები