მედია: ქალაქ ჰომსს კვლავ სირიის არმია აკონტროლებს

© photo: Sputnik / Михаил Воскресенский / გადასვლა მედიაბანკშისირია
სირია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეამბოხეები „რევოლუციის დედაქალაქს“ ტოვებენ, სადაც 2011 წელს პირველი ანტისამთავრობო აქციები დაიწყო, აცხადებს BBC „ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორიაზე“ დაყრდნობით.

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. სირიელი მეამბოხეები ქალაქ ჰომსს ტოვებენ, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ BBC–ზე დაყრდნობით.

სირიის მთავრობასთან მოლაპარაკებების შედეგად, მეამბოხეები ჰომსს –„რევოლუციის დედაქალაქს“ ტოვებენ, სადაც 2011 წელს პირველი ანტისამთავრობო აქციები დაიწყო.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მეამბოხეები იდლიბის პროვინციისკენ მიემართებიან, რომელიც სირიის თავისუფალი არმიის კონტროლქვეშ რჩება.

ამ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

გარდა ამისა, მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ ე. წ. „ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორია“, რომელსაც BBC ეყრდნობა, ინფორმაციის სანდო წყარო არ არის.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, სირიის ხელისუფლება და შეიარაღებული ბოევიკები შეთანხმდნენ, რომ ჰომსის ალ–უაერის რაიონს 3 ათასი ბოევიკი დატოვებდა.

ალ–უაერის რაიონში 75 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ის ჰომსში შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ გაკონტროლებული ბოლო ადგილი იყო. ზავის ფარგლებში სრულად უნდა შეწყდეს საომარი მოქმედებები და ტერიტორიაზე შევიდეს ჰუმანიტარული დახმარების (საკვებითა და მედიკამენტებით) პირველი კოლონები. ამის შემდეგ ქალაქის ამ ნაწილში დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.


ყველა ახალი ამბავი
0