06:20 11 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ავღანეთი

ავღანეთში დაიშის 30-ზე მეტი ტერორისტი ლიკვიდირებულია

© Sputnik/ А. Соломонов
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
7 0 0

ავღანეთის აღმოსავლეთით ქალაქ ნანგახარში დაიშის მებრძოლების წინააღმდეგ ჩატარებული საომარი ოპერაციის შედეგად, ოთხი ტერორისტი დაიჭრა, 30-ზე მეტი კი ლიკვიდირებულია.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ავღანეთის აღმოსავლეთით ქალაქ ნანგახარში  დაიშის მებრძოლების წინააღმდეგ ჩატარებული საომარი ოპერაციის შედეგად, 30 ტერორისტზე მეტი ლიკვიდირებულია, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო Кhama Press-ზე დაყრდნობით.სააგენტოს ინფორმაციით, ოპერაცია აჩინის ოლქში ჩატარდა, რომლის დროსაც ოთხი ბოევიკი დაიჭრა. 

ავღანეთში ვითარება ბოლო თვეებში განსაკუთრებით გაუარესდა. „თალიბანის“ რადიკალურმა დაჯგუფებამ შეტევები მსხვილ ქალაქებზე განახორციელა. სექტემბრის ბოლოს „თალიბანმა“ ქალაქი კუნდუზი აიღო, რომლის მოსახლეობაც 300 ათასი იყო, ამ ეტაპზე კი ქალაქ გაზნიზე ახორციელებენ დარტყმებს. ამის ფონზე ქვეყნის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენა იზრდება.

 „თალიბანი“ და „ისლამური სახელმწიფო“ კონკურენტული დაჯგუფებებია. ივნისში მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „თალიბანმა“ „ისლამურ სახელმწიფოს“ წერილი გაუგზავნა და ავღანეთში თალიბების მოქმედებებში ჩაურევლობა მოსთხოვა. ადრე, ავღანეთის ტერიტორიაზე დაჯგუფებებს შორის შეტაკებები ხორციელდებოდა. 


მთავარი თემები