06:11 11 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ერაყი

ერაყი თურქეთისგან განმარტებებს მოელის

© Sputnik/ Олег Ласточкин
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
601

ერაყის მხრიდან ზომები დიპლომატიური კუთხით იქნება მიღებული, აღნიშნა ერაყის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ნასირ ნურიმ. მისი სიტყვებით, ერაყი მსოფლიო თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური პრინციპების დამცველია.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. თავის ტერიტორიაზე სამხედრო ძალების შეყვანის გამო ერაყი თურქეთისგან ახსნა-განმარტებას მოელის, ვითარების გამწვავებას არ ველოდებით — საპასუხო ზომები დიპლომატიური იქნება, განაცხადა „სპუტნიკთან“ სატელეფონო საუბრისას ერაყის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნასირ ნურიმ.

ერაყის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა მანამდე ოფიციალური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ერაყის ხელისუფლება თურქეთისგან ერაყის ტერიტორიიდან თავიანთი სამხედრო ძალების გაყვანას მოითხოვდა. გავრცელებული ინფორმაციით, პროვინცია ნაინავაში თურქეთის სამხედროები გამოჩნდნენ, რომელიც შეფასდა, როგორც თურქეთის მხრიდან განხორციელებული შეჭრა. 

მედიის მონაცემებით, თურქეთის ხელისუფლებამ ერაყის ჩრდილოეთის ქალაქ მოსულის მახლობლად 130 სამხედრო ერაყელი ქურთი მეომრების გასაწვრთნელად გაგზავნა, რომლებიც დაიშის წინააღმდეგ იბრძვიან.

„ერაყი თურქეთისგან განმარტებებს მოელის. სამხედროების შეყვანის მიზეზი დაიშის წინააღმდეგ მებრძოლთა დახმარება და მხარდაჭერა რომც იყოს, რატომ არ მოხდა ამ გადაწყვეტილების შეთანხმება ერაყთან?“ — აღნიშნა მან. 

თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა ასევე დასძინა, რომ ერაყი მსოფლიო თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური პრინციპების დამცველია, ამიტომაც პასუხი ამ ქმედებაზე დიპლომატიური იქნება. „ერაყის მხრიდან ზომები დიპლომატიური კუთხით იქნება მიღებული. არა მგონია, ერაყი სიტუაციის გამწვავებაზე წავიდეს“, — განაცხადა ნურიმ.

 


მთავარი თემები