16:31 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ვითარება სირიაში

გერმანია ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთთან არ ითანამშრომლებს

© Sputnik/ Михаил Воскресенский
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
1901

გერმანია და არც ევროკავშირი არ ითანამშრომლებენ პრეზიდენტ ბაშარ ასადთან ან სირიის არმიასთან, განაცხადა ფედერალური კანცლერის უწყების უფროსმა პეტერ ალტმაიერმა. მანამდე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ რუსულ მხარეს არ წარედგინება სირიაში გერმანიის სამხედრო საჰაერო ძალების გეგმები და მარშრუტები.

თბილისი, 5 დეკემბერი  — Sputnik.  სამხედრო სფეროში ბერლინისა და მოსკოვის თანამშრომლობა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში არ შედგება, განაცხადა ფედერალური კანცლერის უწყების უფროსმა პეტერ ალტმაიერმა. 

 „რა თქმა უნდა, ჩვენ არ შევალთ სამხედრო კავშირში რუსეთთან „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში“, — განაცხადა ალტმაიერმა ჟურნალ Spiegel-თან ინტერვიუში. 

მისი განცხადებით, არც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და არც ევროკავშირი არ ითანამშრომლებენ პრეზიდენტ ბაშარ ასადთან ან სირიის არმიასთან, რომელთა ქმედებებმაც ათასობით სირიელი იძულებული გახადა საკუთარი სახლები დაეტოვებინათ და თურქეთისა და ევროპის მიმართულებით გამგზავრებულიყვნენ.

მანამდე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ რუსულ მხარეს არ წარედგინება სირიაში გერმანიის სამხედრო საჰაერო ძალების გეგმები და მარშრუტები.

პარასკევს ბუნდესტაგი (გერმანიის პარლამენტი) დაეთანხმა გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ. მისია, სავარაუდოდ, 2016 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება და მისი ბიუჯეტი დაახლოებით 134 მლნ ევრო იქნება, მანდატი 1,2 ათასი სამხედრო მოსამსახურის ჩართვას ითვალისწინებს.

 

 

მთავარი თემები