17:22 25 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
იტალია

800 ათასზე მეტმა კათოლიკემ რომის პაპს ოჯახის სიწმინდის დაცვა სთხოვა

© Sputnik/ Александр Вильф
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
7 0 0

ისინი იმედოვნებენ, რომ პონტიფიკოსის ნათელი, სხვადასხვა ინტერპრეტაციებისგან დაცული და ტრადიციების ერთგული სიტყვა – „ქრისტეს სწავლების რელატივიზაციისგან“ თავდაცვის ერთადერთი საშუალებაა.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 800 ათასზე მეტმა კათოლიკემ რომის პაპ ფრანცისკს მოუწოდა, დაიცვას კათოლიკური ეკლესიის ტრადიციული სწავლება ოჯახის შესახებ და არ დაუშვას განხეთქილება. ამის შესახებ პონტიფიკოსისადმი (კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი) კოლექტიური მიმართვის ერთ–ერთმა ინიციატორმა ხუან მიგელ მონტესმა განაცხადა. 

სექტემბრის ბოლოს მან კოლეგებთან ერთად ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოს მიმართვა ჩააბარა, რომელზეც იმ დროისთვის 790 ათასზე მეტ კათოლიკეს ჰქონდა ხელი მოწერილი. ხელმოწერების რაოდენობა კიდევ 70 ათასით გაიზარდა.  

„ჩვენ მუდმივად გვახვევენ თავს მორალს, რომელიც ეწინააღმდეგება როგორც ღვთიურ, ისე ადამიანურ კანონს“, – წერია რომის პაპისადმი გზავნილში.

ისინი იმედოვნებენ, რომ პონტიფიკოსის ნათელი, სხვადასხვა ინტერპრეტაციებისგან დაცული და ტრადიციების ერთგული სიტყვა – „ქრისტეს სწავლების რელატივიზაციისგან“ თავდაცვის ერთადერთი საშუალებაა.

მონტესის განცხადებით, ოქტომბერში ვატიკანში გამართულ ეპისკოპოსთა სინოდის ასამბლეამ, რომელიც ოჯახის საკითხებს ეძღვნებოდა, „გაურკვევლობის შიში“ დანერგა, რადგანაც გადახედვის საფრთხის ქვეშ დადგა კათოლიკური სწავლების საბაზო ელემენტები – ქორწინების განუყოფლობა და ჰომოსექსუალური ურთიერთობების ცოდვად აღიარება.  

სინოდის ასამბლეის დროს პაპი ფრანცისკი მიმართვით გამოვიდა, სადაც დაადასტურა თავისი გეგმები კათოლიკური ეკლესიის დეცენტრალიზაციისა და ეპისკოპოსთა კონფერენციებისთვის  გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი თავისუფლების მიცემის შესახებ, რაც კათოლიკეების მეორედ დაქორწინებისა და ჰომოსექსუალისტების საკითხებს ეხება.  

მიმართვაზე ხელმომწერები პონტიფიკოსისგან კათოლიკური სწავლებების დაურღვევლობის დადასტურებას მოელიან. ისინი პაპს ძველ ლათინურ ანდაზას ახსენებენ: Roma locuta, causa finita (რომმა განაცხადა – საქმე დამთავრებულია).

 


მთავარი თემები