აშშ–მა მოდერნიზებული გამანადგურებლის F-16V–ის პირველი გამოცდა ჩაატარა

© photo: Sputnik / Александр Ковалев / გადასვლა მედიაბანკშიF-16
F-16 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფრენა ახალი სარადარო სისტემა AESA–ს მეშვეობით, 16 ოქტომბერს განხორციელდა. ახალი სარადარო სისტემა საბრძოლო თვითმფრინავ F-16V Viper–ს ჰაერი–ჰაერისა და ჰაერი–მიწის დაზვერვის ახალ შესაძლებლობებ აძლევს.

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. კომპანია Lockheed Martin–ის პროგრამისტებმა უახლესი ამერიკული გამანადგურებლის, F-16V–ს პირველი საცდელი ფრენა ჩაატარეს, — წერს ამერიკული საინფორმაციო გამოცემა Defence News.

ფრენა ახალი სარადარო სისტემა AESA–ს მეშვეობით, 16 ოქტომბერს განხორციელდა. „ეს ფრენა F-16–ის მოდელების ევოლუციაში ისტორიულ ეტაპს ნიშნავს. F-16V–ს ახალი აღჭურვილობა საერთაშორისო ისაფრთხოებისთვის უმაღლეს პოზიციებზე დგომის საშუალებასა და ასევე უკვე გამოცდილი მეოთხე თაობის საბრძოლო გამანადგურებლების პოზიციების გაძლიერების საშუალებას იძლევა“, — თქვა კომპანიის ვიცე–პრეზიდენტმა როდ მაკლინმა.  

 

ახალი სარადარო სისტემის გარდა, F-16V აღჭურვილია ახალი ინფორმაციული დისპლეით პილოტის კაბინაში, მოდერნიზებული კომპიუტერული სისტემითა და სხვა სიახლეებით. მისმა შემქმნელებმა აღნიშნეს, რომ Viper–ის ახალ ვერსიამდე შესაძლოა მოდერნიზდეს  F-16–ის სხვა თვითმფრინავები. 

Lockheed Martin–მაF-16V–ს მოდელის დამუშავების გეგმები ოფიციალურად ჯერ კიდევ 2012 წელს სინგაპურის საავიაციო გამოფენაზე გაასაჯაროვა.  ახალი სარადარო სისტემა საბრძოლო თვითმფრინავ   F-16V Viper–ს ჰაერი–ჰაერისა და ჰაერი–მიწის დაზვერვის ახალ შესაძლებლობებ აძლევს. 

 


ყველა ახალი ამბავი
0