ვერონის მეოთხე ევრაზიული ფორუმი წუთიერი დუმილით გაიხსნა

© photo: Sputnikვერონა
ვერონა - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს გამართული ფორუმის დისკუსიების ძირითადი მიმართულებებია: ეკონომიკა და ფინანსები, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, ინოვაციები და ენერგიის ალტერნატიული წყაროები.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. მეოთხე ევრაზიული ფორუმი, რომელიც იტალიის ქალაქ ვერონაში ხუთშაბათს შეუდგა მუშაობას, მეორე მსოფლიო ომსა და მსოფლიოში მიმდინარე ყველა კონფლიქტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი წუთიერი დუმილით გაიხსნა. 

შესაბამისი წინადადებით შეკრებილთ ბანკ Intesa–ს (იტალიურიIntesa Sanpaolo Group–ის რუსული „შვილობილი“) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ასოციაციის „ვეცნობით ევრაზიას“ პრეზიდენტმა ანტონიო ფალიკომ მიმართა. 

მან აღნიშნა, რომ ამჟამინდელმა ფორუმმა თავისი გეოგრაფიული საზღვრები მნიშვნელოვნად – ლისაბონიდან შანხაიმდე გააფართოვა.

„ეს უბრალოდ რაღაც ფორუმი კი არა, არამედ ორიენტირია იტალიის, ევროპისა და ევრაზიისთვის“, – განაცხადა ფალიკომ. 

ფორუმის ძირითადი თემაა „ერთად – ახალი პოლიტიკური დიალოგისა და ეკონომიკურ ურთიერთობებზე ინოვაციური შეხედულებების გზაზე“. წელს ფორუმის დისკუსიების ძირითადი მიმართულებებია: ეკონომიკა და ფინანსები, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, ინოვაციები და ენერგიის ალტერნატიული წყაროები.

ფორუმის მონაწილეთა შორის არიან სახელმწიფო ხელისუფლებისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები რუსეთიდან, ყირგიზეთიდან, სომხეთიდან, ბელორუსიიდან, ინდოეთიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან და სამხრეთ კორეიდან. მათ შორისაა იგორ სეჩინი – სს „ნკ „როსნეფტის“ პრეზიდენტი, მმართველობის თავმჯდომარე; ანდრეი კოსტინი – „ვთბ“–ის პრეზიდენტი – მმართველობის თავმჯდომარე და ანტონიო ფალიკო – სს „ბანკ Intesa“–ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ასოციაციის „ვეცნობით ევრაზიას“ პრეზიდენტი და სხვები. 

მეოთხე ევრაზიული ფორუმი პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფონდსა და ასოციაცია „ვეცნობით ევრაზიასთან“ ერთად ტარდება. მათ შორის ურთიერთობები 2015 წლის 20 იანვარს თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერით არის გამტკიცებული. პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი საზღვარგარეთულ სესიებს 2012 წლიდან ატარებს და მხარს უჭერს საერთაშორისო საქმიან ღონისძიებებს მსოფლიოს საკვანძო რეგიონებში, მათ შორის – ევრაზიულ ფორუმს.  პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი რუსეთის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმია, რომელიც 1997 წლიდან ტარდება, 2006 წლიდან კი – რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პატრონაჟით.


ყველა ახალი ამბავი
0