გაეროს სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვში სირიაში არსებულ ვითარებას განიხილავს

© photo: Sputnik / Юрий Абрамочкин / გადასვლა მედიაბანკშისირია
სირია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალურმა წარმომადგენელმა ოფიციალურ დამასკისა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ზაბადანის, კეფრაიასა და ფუას რაიონებში საომარი აქტიურობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რადგანაც ეს ჰუმანიტარული მისიის შესრულებას უშლის ხელს.

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. სირიის საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი სტაფან დე მისტურა მოსკოვში სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე სირიის კრიზისსა და ასევე ამ ქვეყანაში ოფიციალური დამასკის თხოვნით რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შემდგომ მდგომარეობაზე იმსჯელებს.

რუსეთში ვიზიტის წინა დღეს დე მისტურამ ჟენევაში რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების სირიაში ჩართვის მომენტიდან პირველი პრესკონფერენცია გამართა და მიუთითა, რომ „ახალი რეალობა ყველამ უნდა გაითვალისწინოს“.

სიახლე კონფლიქტის მოგვარებაში

სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ოპერაციამ სირიაში კონფლიქტის „მოგვარების პროცესში სიახლე შეიტანა და ვალდებულნი ვართ, ეს გავითვალისწინოთ“. მან აღნიშნა, რომ ახლა უფრო რთული გახდა სირიაში ვითარების განვითარების პროგნოზი, მაგრამ უფრო აქტუალურად ისმის მოწოდებები სირიის შიგნით პოლიტიკური დიალოგის დაწყების შესახებ.

მოსკოვი - Sputnik საქართველო
მოსკოვში ტერაქტის მომზადების ბრალდებით სამი სირიელი დააკავეს

ამასთან დაკავშირებით მისტურა სამშაბათს მოსკოვში მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს. ამის შემდეგ ის პირდაპირ ვაშინგტონში გაემართება, რადგანაც ამჟამად აუცილებელია, „რომ აშშ და რუსეთი სირიის საკითხებში რაც შეიძლება მალე შეთანხმდნენ“. 

ზაბადანის გათავისუფლება

დე მისტურამ ასევე აღნიშნა, რომ სურს, მოსკოვში მოლაპარაკებებზე სირიული დასახლებული პუნქტებიდან – ზაბადანი, კეფრაია და ფუადან ჰუმანიტარული ევაკუაციის თემას შეეხოს.

მან აღნიშნა, რომ ამჟამად ზაბადანში 3 ათასი სამოქალაქო პირია, „რომელთა ევაკუაციაც სასრაფოდ უნდა განხორციელდეს, სანამ გვიანი არ იქნება“. სულ ზაბადანში, კეფრაიასა და ფუაში 10 ათას 400 სამოქალაქო პირი იმყოფება.

ფედერიკა მოგერინი - Sputnik საქართველო
მოგერინი: სირიის კონფლიქტის მოგვარებაში ყველა მხარე უნდა მონაწილეობდეს

სპეციალურმა წარმომადგენელმა ოფიციალური დამასკისა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მოუწოდა, შეწყვიტონ საომარი აქტიურობა ზაბადანის, კეფრაიასა და ფუას რაიონებში, რადგანაც ეს ჰუმანიტარული მისიის შესრულებას უშლის ხელს.

კითხვაზე, გაიზარდა თუ არა რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების ჩართვის შემდეგ ლტოლვილთა რაოდენობა სირიიდან, დე მისტურამ უპასუხა: „არ ვიცი. ყველაფერი რაიონებსა და ადამიანების ქცევაზეა დამოკიდებული“.

მისტურა ასევე სირიის ვითარებაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფების ფუნქციონირების საკითხს შეეხო. მან მწუხარებით აღნიშნა, რომ წინა დღეს ზომიერმა ოპოზიციამ სანამ რუსეთი ქვეყანაში ოპერაციას არ დაასრულებს  ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ისლამური სახელმწიფო - Sputnik საქართველო
არეშიძე: კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში საქართველოზე ირიბ გავლენას ახდენს

 „ვწუხვარ ამის გამო, მაგრამ მათ პოზიციას პატივს ვცემ“, – განაცხადა დე მისტურამ და მათი მხრიდან პოზიციის შეცვლის იმედი გამოთქვა.

მისი თქმით, „სირიაში განვითარებული ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე“, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა სამუშაო ჯგუფების შეხვედრების დაწყება. ამასთან, მან აღნიშნა, რომ აუცილებელი არაა, ამ ჯგუფების მონაწილეები ერთი მაგიდის გარშემო ისხდნენ, თუ ამის სურვილი არ აქვთ.

დე მისტურამ აღნიშნა, რომ სირიაში პოლიტიკურ პროცესს ალტერნატივა არ აქვს.


ყველა ახალი ამბავი
0