ევროკავშირმა სომხეთთან ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მანდატი გასცა

© Sputnikერევანი
ერევანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა არლემ დეზირმა აღნიშნა, რომ ახალი დოკუმენტი, რომელზეც ხელს მოლაპარაკებების შემდეგ მოაწერენ, სომხეთს ევროკავშირთან თანამშრომლობის საშუალებას მისცემს იმ ფორმატში, რომელიც ქვეყნის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში წევრობისთვის დაბრკოლება არ იქნება.

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. ევროკავშირმა სომხეთთან ახალი შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებებისთვის მანდატი გასცა, განაცხადა ორშაბათს საგარეო საქმეთა დეპარტამენტისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის პრეს–სამსახურის თანამშრომელმა ვირჟინი ბატუ–ჰენრიკსონმა სომხეთის ახალი ამბების სააგენტო News.am –თან.

 „ევროკავშირმა ევროკომისიას და უმაღლეს წარმომადგენელს უფლება მიანიჭა, დაიწყოს მოლაპარაკებები სომხეთთან ახალ, იურიდიულად სავალდებულო და ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე. გადაწყვეტილება 12 ოქტომბერს ლუქსემბურგში გამართულ სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე  იქნა მიღებული“, – განაცხადა ბატუ ჰენრიკსონმა.

ევროკავშირი - Sputnik საქართველო
ევროკავშირი სომხეთთან და ბელორუსთან ახალი ტიპის შეთანხმებას ამზადებს

მისი განცხადებით, ახალი შეთანხმება ევროკავშირსა და სომხეთს შორის ამჟამად არსებულ შეთანხმებას შეცვლის.

პრეს–სამსახურის თანამშრომელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი სომხეთთან ყოველმხრივი თანამშრომლობის გამტკიცებისა და შემდგომი განვითარების ერთგული რჩება ყველა სფეროში, რომლებიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ურთიერთინტერესს წარმოადგენს. მოლაპარაკებების ოფიციალური დაწყება წლის ბოლომდე იგეგმება.

ევროპის საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა არლემ დეზირმა გასულ კვირაში ერევანში ყოფნისას აღნიშნა, რომ ახალი დოკუმენტი, რომელზეც ხელს მოლაპარაკებების შემდეგ მოაწერენ, სომხეთს ევროკავშირთან თანამშრომლობის საშუალებას მისცემს ფორმატში, რომელიც ქვეყნის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში წევრობისთვის დაბრკოლება არ იქნება.

იგეგმებოდა, რომ ერევანი 2013 წლის ნოემბერში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირებისა და ვაჭრობის თავისუფალი ზონის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერდა ხელს. თუმცა, მანამდე ერთი თვით ადრე სომხეთმა განაცხადა, რომ საბაჟო კავშირში გაწევრიანებასა და ევრაზიულ ინტეგრაციაში მონაწილეობას აპირებს. სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს 2015 წლის იანვრიდან შეუერთდა.


ყველა ახალი ამბავი
0