მოგერინი: სირიის კონფლიქტის მოგვარებაში ყველა მხარე უნდა მონაწილეობდეს

© photo: Sputnik / Artyom Zhitenyov / გადასვლა მედიაბანკშიფედერიკა მოგერინი
ფედერიკა მოგერინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველა, ვინც რაიმე როლს ასრულებს სირიის კრიზისსა და რეფორმებში, მონაწილეობა უნდა მიიღოს სირიის საკითხის პოლიტიკური მოგვარების განხილვაში, მიიჩნევს ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელი.

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. სირიაში ვითარების პოლიტიკური მოგვარებისკენ მიმართული ძალისხმევა ყველა მხარის მონაწილეობას ითვალისწინებს ვინც კრიზისში გარკვეულ როლს თამაშობს, განაცხადა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყების წინ.

ანგელა მერკელი - Sputnik საქართველო
მერკელი: დასავლეთისა და რუსეთის დიპლომატიური ძალისხმევა ჯერჯერობით წარუმატებელია

„როდესაც გაეროს პროცესის მხარდაჭერაზე ვსაუბრობთ, ასევე ვსაუბრობთ პროცესის მხარდაჭერაზე, რომელშიც ყველა შესაბამისი მოთამაშე მონაწილეობს. გაერო ამით არის დაკავებული, მე კონტაქტი მაქვს სტაფან დე მისტურასთან (სირიის საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი), გუშინ ველაპარაკე. ჩვენ ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა ამ მიმართულებით უნდა მივმართოთ. ყველა, ვისაც რამის თქმა შეუძლია, ვინც რაიმე როლს ასრულებს კრიზისსა და რეფორმებში, განხილვაში უნდა მიიღოს მონაწილეობა“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

მისი განცხადებით, „გადასვლის შედეგი საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, თუმცა, უმეტესწილად – სირიელების მიერ – უნდა განისაზღვროს“. 


ყველა ახალი ამბავი
0