06:36 22 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
Coca-Cola

Coca-cola, Sprite და Fanta-ს დამზადება სახლის პირობებშიც იქნება შესაძლებელი

© photo: Sputnik / Evgeny Biatov
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
1501

სასმელების მოსამზადებლად, გარდა ავტომატისა, მყიდველებს სიროფის კონცენტრატის შეძენაც დასჭირდებათ, რომელთან ერთადაც შეფუთვაში გამდიდრებული ნახშირორჟანგი იქნება მოთავსებული.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ამერიკული კომპანია  Keurig Green Mountain და Coca-Cola სამშაბათს, სახლის პირობებში გაზიანი სასმელების დამამზადებელი ავტომატების გაყიდვებს იწყებენ, იტყობინება ახალი ამბების პორტალი BuzzFeed.

 ინფორმაციის თანახმად, მანამდე კომპანია Coca-Cola თავისი გაზიანი სასმელების დამზადების რეცეპტს საიდუმლოდ ინახავდა. გარდა კლასიკური „კოლასი“, ავტომატის საშუალებით შესაძლებელი იქნება მწარმოებლის სხვა გაზიანი სასმელების მომზადებაც, მაგალითად Sprite ან Fanta. 

 სასმელების მოსამზადებლად, გარდა ავტომატისა, მყიდველებს სიროფის კონცენტრატის შეძენაც დასჭირდებათ, რომელთან ერთადაც შეფუთვაში გამდიდრებული ნახშირორჟანგი იქნება მოთავსებული. 

 Coca-Cola-ს მოსამზადებელი ავტომატები,  ძირითადად ინტერნეტ მაღაზიების საშუალებით გაიყიდება, ვტომატების შეზღუდული რაოდენობა აშშ-ს დიდი ქალაქების რამდენიმე მაღაზიის თაროზეც განთავსდება. 


მთავარი თემები