ავღანეთის პრეზიდენტმა ქუნდუზის „თალიბანისგან“ გათავისუფლების ფიცი დადო

© photo: Sputnik / А. Соломонов / გადასვლა მედიაბანკშიქუნდუზი
ქუნდუზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტმა აშრაფ განი აჰმადზაიმ განაცხადა, რომ არმია უკვე ათავისუფლებს ქუნდუზს და ავღანელებს მოუწოდა, არ დამორჩილდნენ „შიშსა და საშინელებას“ და სამხედროების იმედი ჰქონდეთ.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ განი აჰმადზაიმ პირობა დადო, რომ საკვანძო ქალაქ ქუნდუზს „თალიბანის“ ბოევიკებისგან გაათავისუფლებს. მისი თქმით, ავღანეთის არმიამ უკვე დაიწყო კონტრშეტევა, იუწყება სააგენტო „ასოშეითედ პრესი“

 ქალაქ ქუნდუზზე თავდასხმიდან მეორე დღეს, რომელიც ხელისუფლებისა და არმიის ხელმძღვანელობისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, აჰმადზაიმ ერს ტელევიზიით მიმართა.

ავღანეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები „ათავისუფლებენ სამთავრობო შენობებსა და… სიმაგრეებს, სპეცდანიშნულების რაზმისა და მედესანტეების ერთი ნაწილი უკვე ჩავიდა ადგილზე, ნაწილი კი გზაშია“. 

აჰმადზაიმ განაცხადა, რომ „მტერმა სერიოზული დანაკარგები განიცადა“ და ავღანეთის მოქალაქეებს მოუწოდა არ დამორჩილდნენ „შიშსა და საშინელებას“ და სამხედროების იმედი ჰქონდეთ. 

„თალიბანის“ ბოევიკებმა მასშტაბური შეტევა აპრილის ბოლოს წამოიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა განუწყვეტლად ცდილობდა აღედგინა სამშვიდობო მოლაპარაკებები. ქალაქ ქუნდუზს ალყა მათ მაისში შემოარტყეს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ბოევიკების მხარდამხარ იბრძვიან „ისლამური სახელმწიფოს“ რადიკალებიც. ეს „თალიბანის“ პირველი მასირებული შეტევაა მას შემდეგ, რაც იქ ნატოს საერთაშორისო მისია დასრულდა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0