01:23 22 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8436
  • 100 RUB3.8430
  • USD2.4417
გაერო

აშშ–ის პრეზიდენტმა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს

© photo: Sputnik /
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
1 0 0

აშშ–ის პრეზიდენტისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მისალმება წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა, განაცხადა ირანის წყარომ დელეგაციიდან.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და ირანის საგარეო საქმეთა მინსიტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, იუწყება ირანული საინფორმაციო სააგენტო IRNA.

ირანის დელეგაციაში შემავალმა წყარომ სააგენტოს განუცახდა, რომ აშშ–ის პრეზიდენტისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მისალმება წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა. სააგენტოს ინფორმაციით, ეს 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ აშშ–ის პრეზიდენტისა და მაღალი რანგის ირანელი ჩინოვნიკის პირველი ხელის ჩამორთმევა იყო.  

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ირანის დელეგაციასა და საერთაშორისო შუამავალთა „ექვსეულის“ (რუსეთი, საფრანგეთი, აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი) საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებები გაიმართა. 


მთავარი თემები