სააკაშვილმა უკრაინის საბაჟო სფეროში ცვლილებებს ფსევდორეფორმები უწოდა

გამოწერა
პოლიტიკოსი ასევე აღნიშნავს, რომ დადგენილება ბიზნესს სახელმწიფო ფისკალური სამსახურის ფასებით განბაჟებას ავალდებულებს, რომელმაც საორიენტაციო ფასების გამოყენება უნდა უზრუნველყოს.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ვარაუდობს, რომ უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახური ფსევდორეფორმის გატარებას ცდილობს და საქონლის განბაჟების წესის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის დადგენილებას აკრიტიკებს.

„სახელმწიფო ფისკალური სამსახური, ნაცვლად თამაშის პატიოსანი წესების დადგენისა, კიდევ ერთხელ ცდილობს ფსევდორეფორმის ჩატარებას, რაც ბიზნესის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. პრემიერ-მინისტრმა №724 დადგენილებაზე ხელმოწერით, იმპორტიორთა იმედებს განბაჟების სამართლიან ფასებთან დაკავშირებით ყურადღება არ მიაქცია. დადგენილების თანახმად, ყველა საქონლის განბაჟება არა ფაქტობრივი (საბაჟო კოდექსის თანახმად), არამედ სახელმწიფო ფისკალური სამსახურის მიერ წინასწარ განსაზღვრული ფასებით მოხდება. დღეს ყველა საბაჟოზე გაფორმება პარალიზებულია“, — დაწერა სააკაშვილმა სამშაბათს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

პეტრო პოროშენკო - Sputnik საქართველო
პოროშენკომ განმარტა თუ როდის შეიძლება სააკაშვილი გახდეს პრემიერი

როგორც ოდესის გუბერნატორი აღნიშნავს, დადგენილება საგარეო ეკონომიკური საქმიანობის თანაბარი პირობების უზრუნველყოფისთვის მიიღეს, მაგრამ ახლა ბიზნესი „ერთნაირად უძლური იქნება სახელმწიფო ფისკალური სამსახურის მხრიდან ღირებულების მანიპულირების წინაშე“.

პოლიტიკოსი ასევე აღნიშნავს, რომ დადგენილება ბიზნესს სახელმწიფო ფისკალური სამსახურის ფასებით განბაჟებას ავალდებულებს, რომელმაც საორიენტაციო ფასების გამოყენება უნდა უზრუნველყოს.

„დარწმუნებული ვარ, ისინი სიხარულით შეასრულებენ ამ „საპატიო“ დავალებას, დღევანდელი კორუფცნიონერებისთვის ასე ხომ უკეთესიცაა“, — წერს სააკაშვილი.

ოდესის გუბერნატორმა პრემიერ-მინისტრი ადრეც გააკრიტიკა. ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხთან ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, რომ იაცენიუკი გადაწყვეტილებებს ოლიგარქების, კერძოდ, რინატ ახმეტოვისა და იგორ კოლომოისკის სასარგებლოდ ღებულობს. უკრაინის პრემიერმა სააკაშვილის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0