გაერო: 2014 წლის აპრილიდან უკრაინაში 8 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა

© photo: Sputnik / Evgeny Kotenko / გადასვლა მედიაბანკშიაქცია უკრაინაში
აქცია უკრაინაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის მთავრობის მონაცემებით, 1,5 მლნ ადამიანი თავის სამშობლოში იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. 2014 წლის აპრილის შუა რიცხვებიდან დღემდე, უკრაინაში კონფლიქტის შედეგად 8 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები, განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ ივან შიმონოვიჩმა ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წინაშე უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ მოხსენებით გამოსვლისას.

„დღეისთვის უკრაინის აღმოსავლეთით, 2014 წლის აპრილის შუა რიცხვებში საომარი მოქმედებების დაწყებიდან, სულ მცირე, 8050 ადამიანია მოკლული. მათ შორისაა მსხვერპლი შეიარაღებულ ძალებში, სამოქალაქო მოსახლეობაში, შეიარაღებული დაჯგუფებების რიგებში. ეს რიცხვი ადამიანის უფლებებში გაეროს უმაღლესი კომისრის სამმართველოს მიახლოებითი შეფასებაა. ჩვენი ვარაუდით, რეალური რიცხვი მნიშვნელოვნად მეტია და მსხვერპლის შესახებ ჩანაწერებში ხარვეზების აღმოსაფხვრელად მუდმივად ვმუშაობთ“, — განაცხადა მან.

უკრაინის მთავრობის მონაცემებით, 1,5 მლნ ადამიანი თავის სამშობლოში იძულებით გადაადგილებული პირი გახდა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0