აშშ-ში საწყობზე მეხის დაცემის შედეგად 3 მილიონ ლიტრამდე ვისკი დაიწვა

© photo: Sputnik / Иван Макеев / გადასვლა მედიაბანკშიელვა
ელვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინციდენტის მსვლელობისას, დიდი რაოდენობით ვისკი გვერდით განლაგებულ წყალსაცავში ჩაიღვარა. ძლიერმა ქარმა წყალსაცავის ალმოდებული ზედაპირი დაატრიალა და შედეგად უიშვიათესი ბუნებრივი მოვლენა - ცეცხლოვანი ტორნადო წარმოიქმნა, - იტყობინება პორტალი.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. სამ მილიონ ლიტრამდე ვისკი დაიწვა აშშ-ს კენტუკის შტატში, ხანძრის შედეგად, რომელიც ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიის ქარხნის საწყობზე მეხის დაცემამ გამოიწვია. ამის შესახებ  ახალი ამბების პორტალი Aol იტყობინება. 

 ინციდენტის მსვლელობისას, დიდი რაოდენობით ვისკი გვერდით განლაგებულ წყალსაცავში ჩაიღვარა. ძლიერმა ქარმა წყალსაცავის ალმოდებული ზედაპირი დაატრიალა და შედეგად უიშვიათესი ბუნებრივი მოვლენა — ცეცხლოვანი ტორნადო წარმოიქმნა, — იტყობინება პორტალი. 

 იმავე წყალსაცავის დამსახურებით, ცეცხლი ვერ გავრცელდა მიმდებარე რაიონში და მალე მოხერხდა მისი ჩაქრობა. თუმცა დიდ რაოდენობით თევზი დაიღუპა. პორტალის ინფორმაციით, ფირმას ადგილობრივი ხელისუფლებისათვის 27 ათასი დოლარის გადახდა მოუწია ხანძრის შედეგების ლიკვიდაციისათვის. 


ყველა ახალი ამბავი
0