ტაჯიკეთის შსს: სიტუაცია დუშანბესა და ვახდატში სტაბილურია

© photo: Sputnikდუშანბე
დუშანბე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზოგიერთი მონაცემებით, ეხლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამბოხებულებთან, რომელშიც მონაწილეობენ ნაზარზოდას ყოფილი თანამებრძოლები ტაჯიკეთის გაერთიანებული ოპოზიციიდან.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. მდგომარეობა ქალაქებში დუშანბესა და ვახდატში სტაბილურია და ტაჯიკეთის ძალოვანი სტრუქტურების  მკაცრი კონტროლის ქვეშ არის, იტყობინება კვირას ტაჯიკეთის შსს-ს ვებ-გვერდი. 

 „ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების ერთობლივი  ოპერაცია ექს-თავდაცვის მინისტრის მოადგილე აბდუხალიმ ნაზარზოდას ტერორისტული დაჯგუფების  წინააღმდეგ,  ვახდატის რაიონის რამიტსკის ხეობაში გრძელდება“, — ნათქვამია შეტყობინებაში. 

 ზოგიერთი მონაცემებით, ეხლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამბოხებულებთან, რომელშიც მონაწილეობენ ნაზარზოდის ყოფილი თანამებრძოლები ტაჯიკეთის გაერთიანებული ოპოზიციიდან. უფრო ადრე, ტაჯიკეთის ძალოვანი სტრუქტურების სპეცოპერაციის შედეგად, განადგურებულ იქნა ყოფილი მინისტრის მოადგილის 13 მომხრე. 

 არის ინფორმაცია, რომ აბდუხალიმ ნაზარზოდა შვიდი-რვა თანმხლები პირით მიიმალა რომიტსკის ხეობაში, ტერიტორიაზე, რომელიც ამ დროისათვის ალყაშია. დამნაშავეთა ნეიტრალიზაციისა და დაკავების ოპერაცია გრძელდება. 

 ამავე დროს, კვირა დილას ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რახმონი ქალაქ ვახდატში ჩავიდა ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაცნობად. როგორც სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახური იტყობინება, პრეზიდენტის ჩასვლა ვახდატში ვახდატი-ფაიზაბადის რეკონსტრუირებული ავტომაგისტრალის გახსნით დაიწყო. პრეზიდენტმა ასევე პირველი ქვა დადო იმ ახალი შენობის საძირკველში, რომელიც ვახდატის შსს-ს განყოფილებია იქნება. 

 ტაჯიკეთის პრეზიდენტის ემომალი რახმონის დადგენილებით, პარასკევს დღის მეორე ნახევარში ნაზარზოდა მოხსნილი იქნა თანამდებობიდან ფორმულირებით — „ჩადენილი დანაშაულისათვის“. შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაზარზოდა თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე,  უშვებდა მოტყუებასა  და ფალსიფიკაციას და ბოროტად სარგებლობდა სამსახურებრივი უფლებამოსილებებით.


ყველა ახალი ამბავი
0