მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ალ-ჰალკი: ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სირიის გაწევრიანების შესაძლებლობა განიხილება

© photo: Sputnik / Dmitry Vinogradov / გადასვლა მედიაბანკშისირია
სირია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სირიის პრემიერ-მინისტრი ვაილ ალ-ჰალკი მიიჩნევს, რომ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება დამასკს სირიის მეგობარ სახელმწიფოებთან ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს შეუმსუბუქებს.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. სირიისა და რუსეთის ხელისუფლებები არაბული რესპუბლიკის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებისა და თავისუფალ საბაჟო ზონასთან მიერთების შესაძლებლობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, განაცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში სირიის პრემიერ-მინისტრმა ვაილ ალ-ჰალკიმ.

”რუსულ მხარესთან ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებისა და თავისუფალ საბაჟო ზონასთან მიერთების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენი ხედვით, ეს ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებთან ურთიერთობების გამტკიცებაში დაგვეხმარება, რაც საშუალებას მოგვცემს, მათთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები შევამსუბუქოთ”, — განაცხადა ალ-ჰალკიმ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით, მოსკოვსა და სირიას შორის გაზგადამამუშავებელი ქარხნების, ირიგაციული ნაგებობებისა და ელექტროქვესადგურების მშენებლობაზე რიგი ხელშეკრულებები უკვე ხელმოწერილია. ასევე, 2013 წელს რუს პარტნიორებთან ხელი მოეწერა სირიის ზღვის სანაპიროზე ნავთობის საბადოების დამუშავების შეთანხმებას, რომელიც ხუთ წელზეა გათვლილი. ამ დროში უნდა ჩატარდეს ყველა სადაზვერვო სამუშაო და შემდგომი ქმედებებისთვის აუცილებელი ნებართვები იქნას მიღებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0