მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბრაზილიის ქალაქში სამ დღეში მოკლულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

© photo: Sputnik / Мария Плотникова / გადასვლა მედიაბანკშიმანაუასი
მანაუასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად ქალაქის ქუჩებში გასამხედროებული პოლიციის დამატებითი ძალებია გამოყვანილი, რათა ბრაზილიის ქალაქ მანაუსში მომხდარი მასობრივი მკვლელობების ვითარების დადგენა უმოკლეს ვადებში მოხდეს, აღნიშნავს პორტალი ”გლობო”.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ბრაზილიის ქალაქ მანაუსს ძალადობის ტალღამ გადაუარა, ბოლო სამი დღის მანძილზე იქ 35 ადამიანი მოკლეს, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი” ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ხელისუფლების მონაცემებით, საქმე შეიძლება ქალაქის ნარკოტრაფიკთან დაკავშირებული ბანდების წარმომადგენლებს შორის ანგარიშსწორებას ეხებოდეს. მკვლელობების უდიდესი ნაწილი მანაუსის შორეულ გარეუბნებში მოხდა, სადაც ნარკომაფიას ძლიერი პოზიციები უკავია. 

ამჟამად ქალაქის ქუჩებში გასამხედროებული პოლიციის დამატებითი ძალებია გამოყვანილი, რათა ბრაზილიის ქალაქ მანაუსში მომხდარი მასობრივი მკვლელობების ვითარების დადგენა უმოკლეს ვადებში მოხდეს, აღნიშნავს პორტალი ”გლობო”


ყველა ახალი ამბავი
0