მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ირანი ბირთვული იარაღის სრულ ლიკვიდაციას აუცილებლად მიიჩნევს

© photo: Sputnik / Андрей Стенин / გადასვლა მედიაბანკშიირანი
ირანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ორშაბათს რეზოლუცია მიიღო, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას საერთაშორისო კონტროლს დაუქვემდებარებს.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ირანი ბირთვული იარაღის სრულ ლიკვიდაციას უჭერს მხარს. ამის შესახებ  ქვეყნის მთავრობის  განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული რეზოლუციის გამოქვეყნების შემდეგ გაკეთდა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

„ირანის ისლამური სახელმწიფო ხაზს უსვამს ბირთვული იარაღის სრული ლიკვიდაციის აუცილებლობას, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების მოთხოვნასა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაზე მოლაპარაკებების ვალდებულებას. ირანს მტკიცედ აქვს განზრახული, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ყველა იმ საერთაშორისო დიპლომატიურ და იურიდიულ ძალისხმევებში, რომლებიც კაცობრიობის ბირთვული იარაღის საფრთხისაგან ხსნას ემსახურება, მათ შორის, ბირთვული იარაღისგან თავისუფალი ზონების შექმნის გზით, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთში“, —  ციტირებს სააგენტო ISNA განცხადების ტექსტს. 

გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ორშაბათს რეზოლუცია მიიღო, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას საერთაშორისო კონტროლს დაუქვემდებარებს. ის ასევე შესაძლებელს გახდის დამტკიცდეს პროგრამის მშვიდობიანი ხასიათი და უფლებას არ მისცემს ირანს, შექმნას  ბირთვული იარაღი. რეზოლუციის პროექტს უსაფრთხოების საბჭოს ხუთივე წევრმა (დიდი  ბრიტანეთი, ჩინეთი, რუსეთი, აშშ და საფრანგეთი) და ათმა არამუდმივმა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.

გაეროს უსაფრთხოების საბჭოში დოკუმენტი განსახილველად აშშ–მა  შეიტანა გასულ კვირას იმ შეთანხმების საფუძველზე, რომელიც ირანსა და „ექვსეულს“ შორის (უსაფრთხოების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს + გერმანია) 14 ივლისს გაფორმდა დაახლოებით ოცთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ. 

 

 

 

 


ყველა ახალი ამბავი
0