მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ვაშინგტონში „თავისუფლების კუნძულის“ საელჩოს თავზე კუბის დროშა აღიმართა

© photo: Sputnik / Олег Ласточкин / გადასვლა მედიაბანკშიკუბის დროშა
კუბის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კუბის ხელისუფლებამ ხარი დაუჭირა დაახლოების პოლიტიკას, უარი თქვა „ცივი ომის“ ეპოქის მემკვიდრეობაზე და ახლა ვაშინგტონთან უმთავრესი პრობლემის მოგვარებას — ეკონომიკური სანქციების მოხსნას აპირებს.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. აშშ–ის დედაქალაქ ვაშინგტონში მდებარე კუბის საელჩოს თავზე  „თავისუფლების კუნძულის“ დროშა აღმართეს. 

ისტორიული მოვლენა ადგილობრივი დროით 10:37 საათზე მოხდა და მას ასობით ადამიანი ესწრებოდა. შეკრებილები სხვადასხვა ლოზუნგებს გაიძახოდნენ, მათ შორის Viva Cuba! — „გაუმარჯოს კუბას!“

უფრო ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აშშ–ს ინტერესთა სექცია ჰავანაში ორშაბათს, 20 ივლისს ოფიციალურად გადაკეთდებოდა კუბაში ამერიკის საელჩოდ. აშშ–ში კუბის საელჩოს გახსნის ცერემონია კუბის ინტერესთა სექციის ბაზაზე ასევე 20 ივლისს გაიმართა. 

მრავალწლიანი კონფლიქტის დასრულება აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ახალი პოლიტიკური კურსის წყალობით გახდა შესაძლებელი, რომელმაც გასული წლის დეკემბერში ამერიკული პოლიტიკის ამ მიმართულებით ვექტორის პრინციპული შეცვლის თაობაზე განაცხადა, ვინაიდან ძველმა ვექტორმა შედეგი არ მოიტანა. კუბის ხელისუფლებამ რაულ კასტროს სახით მხარი დაუჭირა დაახლოების პოლიტიკას და უარი თქვა ცივი ომის ეპოქის მემკვიდრეობაზე. ახლა ის ვაშინგტონისგან უმთავრესი პრობლემის გადაჭრას — ეკონომიკური სანქციების მოხსნას ელოდება. პოლიტიკური დიალოგის აღდგენამ ამას ხელი უნდა შეუწყოს, თუმცა ბოლო სიტყვა ამერიკის კონგრესზე იქნება, სადაც „კასტროს რეჟიმს“ არცთუ ცოტა მოწინააღმდეგე ჰყავს. 


ყველა ახალი ამბავი
0