11:32 23 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0854
  • 100 RUB3.9340
  • USD2.6216
ტოკიო

სინძო აბე: 2016 წელს „დიდი შვიდიანის“ სამიტი იაპონიაში გაიმართება

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
1 0 0

ამის თაობაზე ივნისის დასაწყისში განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. „დიდი შვიდიანის“ ქვეყნების სამიტი 2016 წლის 26-27 მაისს იაპონიის ქალაქ სიმაში გაიმართება, რომელიც კუნძულ ისე-სიმაზე  მდებარეობს, განაცხადა იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა იოსიჰიდე სუგამ პრესკონფერენციაზე, – იუწყება რუსული საინფრომაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

მანამდე, ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში, იგივე ინფორმაცია გააჟღერა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ. მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ „ქვეყანა ხელს შეუწყობს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის კონსტრუქციულ მონაწილეობას“ მომავალ სამიტში, და დაამატა, რომ რუსეთის კონსტრუქციული მონაწილეობა აუცილებელია მსხვილი საერთაშორისო კონფლიქტების, კერძოდ, სირიის კრიზისის, ირანის ბირთვული პრობლემისა და კორეის ნახევარკუნძულზე არსებული დაძაბულობის დასარეგულირებლად. 


მთავარი თემები