23:28 22 მაისი 2018
პირდაპირი ეთერი
მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის აზრით, რუსეთი პროექტ ”ბესარაბიაზე” მუშაობს

© photo: Sputnik / Павел Паламарчук
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
1 0 0

ოდესის ოლქის გუბერნატორი ამტკიცებს, რომ ბესარაბიაზე ამ ცოტა ხნის წინ უფრო მეტად ვლადიმირ პუტინი ფიქრობდა, ვიდრე უკრაინის ხელისუფლება. ბესარაბიის მოსახლეობის დიდი ნაწილი მხოლოდ რუსულ ტელევიზიებს უყურებს, რაც ”კრემლის გეგმებს” უწყობს ხელს, მიიჩნევს სააკაშვილი.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ოდესის ოლქის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ეჭვი გაუჩნდა, რომ რუსეთი პროექტ ”ბესარაბიაზე”  მუშაობს, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი” უკრაინული გამოცემა ”პოდრობნოსტის” ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

”მათ (რუსეთს) აქვთ პროექტი ”ბესარაბია”. ისინი ემზადებიან, რომ იქ რაღაც უნდა გაკეთდეს”, — განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ამ ცოტა ხნის წინ ბესარაბიაზე ვლადიმირ პუტინი უფრო მეტს ფიქრობდა, ვიდრე უკრაინის ხელისუფლება.

სააკაშვილმა დასძინა, რომ რეგიონის მოსახლეობა ”იზოლირებულია” და ერთადერთი, რასაც ისინი უკრაინაში ხედავენ, ეს ხარბი ჩინოსნები და საშინელი გზებია.

ადრე მიხეილ სააკაშვილი რუსეთის მისამართით ხმამაღალი განცხადებებით არაერთხელ გამოსულა. როგორც ოდესის ოლქის გუბერნატორი ირწმუნებოდა თუ უკრაინულ ჯარს კარგად გაწვრთნიდნენ და იარაღს მიაწვდიდნენ, იგი ”მთელი რუსეთის დაპყრობასაც შეძლებს”.

 


მთავარი თემები