მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

იაპონიაში გაუსაძლის სიცხეებს ორი ადამიანი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Alexander Yurev / გადასვლა მედიაბანკშიიაპონია
იაპონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის იაპონიის უმეტეს რეგიონებში ტემპერატურამ დაიწია და გაუსაძლისი სიცხეები გადაუღებელმა წვიმებმა შეცვალა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოსალოდნელი მეწყერული პროცესებისა და წყალდიდობის გამო სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 23 ივნისი –  Sputnik. მზის დარტყმის დიაგნოზით ორი ადამიანი გარდაიცვალა და 670–ზე მეტი ჰოსპიტილიზირებული იქნა იაპონიის რამდენიმე რეგიონში.

იაპონიის სახანძრო მართვის სააგენტომ, რომლის დაქვემდებარებაშიც შედის სასწრაფო დახმარების სამსახური, 15– 21 ივნისის პერიოდის მონაცემები გამოაქვეყნა. აუტანელი სიცხეების შედეგად მოქალაქეების სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება ტოკიოდან, ოსაკიდან, ტიბას, საიტამას, აიტის და ოკივანას პრეფექტურებიდან.

ამ დროისათვის იაპონიის უმეტეს რეგიონებში ტემპერატურამ დაიწია და გაუსაძლისი სიცხეები გადაუღებელმა წვიმებმა შეცვალა.

რამდენიმე პრეფექტურაში ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოსალოდნელი მეწყერული პროცესებისა და წყალდიდობის გამო სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

 


ყველა ახალი ამბავი
0