მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუპერტ მერდოკი 21th Century Fox–ის მართვის სადავეებს შვილებს გადასცემს

© photo: Sputnik / Екатерина Чеснокова / გადასვლა მედიაბანკშირუპერტ მერდოკი
რუპერტ მერდოკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონცერნ 21th Century Fox–ის ხელმძღვანელის პოსტს მერდოკის უმცროსი ვაჟი — 42 წლის ჯეიმსი დაიკავებს. უფროსი, 43 წლის ლეკლანი, რომელიც ახლა კომპანიის მმართველობის თანათავმჯდომარეა, აღმასრულებელ თანათავმჯდომარედ დაწინაურდება.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. მილიარდერი რუპერტ მერდოკი ფაქტობრივად, 1 ივლისს გადასცემს შვილებს კორპორაცია 21th Century Fox–ის მართვის სადავეებს, იუწყება გაზეთი „უოლ სთრიით ჟორნალი“. ამის თაობაზე წერს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

თავად 84 წლის რუპერტ მერდოკი კომპანიის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელ თავმჯდომარედ რჩება.   

კონცერნ 21th Century Fox–ის ხელმძღვანელის პოსტს მერდოკის უმცროსი ვაჟი — 42 წლის ჯეიმსი დაიკავებს. უფროსი, 43 წლის ლეკლანი, რომელიც ახლა კომპანიის მმართველობის თანათავმჯდომარეა, აღმასრულებელ თანათავმჯდომარედ დაწინაურდება. როგორც გამოცემა მიუთითებს, ეს ცვლილებები უკვე მოიწონა კონცერნის დირექტორთა საბჭომ. 

„სტაბილური და გრძელვადიანი ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა ყოველთვის იყო კომპანიის ერთ–ერთი პრიორიტეტი და ახალი დანიშვნები სრულად შეესაბამება ამ მიზანს… ლეკლანი და ჯეიმსი ნიჭიერი ადამიანები არიან. ჩვენ, როგორც აქციონერები და პარტნიორები, მიზანმიმართულად ვიმუშავებთ ერთობლივად, რათა კომპანიამ ზრდისა და შესაძლებლობების ახალ დონეებს მიაღწიოს“, — განაცხადა რუპერტ მერდოკმა. 

მილიარდერის შვილებმა ერთობლივ განცხადებაში თქვეს, რომ „პატივად მიაჩნიათ მამასთან და გონიერ გუნდთან ერთად, სათავეში ჩაუდგნენ ისეთ შესანიშნავ კომპანიას, როგორიცაა 21th Century Fox“. 

ჯეიმს მერდოკი ნიუ–იორკში, ლეკლანი კი ლოს–ანჯელესში იმუშავებს. 

 


ყველა ახალი ამბავი
0