მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

იაპონელი მეცნიერები საწყისი სტადიის სიმსივნის დიაგნოზს სამ წუთში სვამენ

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიტოკიო
ტოკიო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ახალ ტექნოლოგიას უნარი შესწევს, სიმსივნური დაავადება უშეცდომოდ განსაზღვროს. ექსპერიმენტში 20 ონკოლოგიური ავადმყოფი და კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნების მქონე პაციენტი მონაწილეობდა.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. იაპონელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც ერთი წვეთი სისხლის საშუალებით ადრეული სტადიის ონკოლოგიურ დაავადებას სამ წუთში გამოავლენს, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

”ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, მხოლოდ ერთი წვეთი სისხლის საშუალებით, სულ რაღაც სამ წუთში გამოვლინდეს ავთვისებიანი სიმსივნის არსებობა, ასევე გამოვლინდეს საწყის ეტაპზე კუჭის, მსხვილი ნაწლავისა და კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო. მსოფლიოში ასეთი ტექნოლოგია სხვაგან არსად არის”, — განაცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტისთან” საუბრისას კომპანია MYTECH-ის მეცნიერ-თანამშრომელმა კაცუიუკი ჰასეგავამ. კომპანიამ ახალი ტექნოლოგია სიოვას უნივერსიტეტთან არსებულ საავადმყოფო ”ტოიოსიუსთან” ერთად შექმნა. 

კომპანიამ განსაკუთრებული შემადგენლობის ლითონისგან ფირფიტა შექმნა. ფირფიტაზე განთავსებული ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტის სისხლის წვეთი ულტრაიისფერი და დასხივების სხვა სახეობების დამუშავებით ნათებას იწყებს, ხოლო კეთილთვისებიანი სიმსივნის მქონე ადამიანის სისხლი არ ანათებს.

”ეს მსოფლიოში აბსოლუტურად ახალი მიღწევაა, მარტივი გამოსაყენებელია და მისი გამოყენება ნებისმიერ საავადმყოფოს თუნდაც ხვალვე შეუძლია”, — განაცხადა ჰასეგავამ.

კომპანიის მეცნიერებმა, რომელიც მაღალი სიზუსტის სამედიცინო აღჭურვილობის წარმოებაზეა სპეციალიზებული, ასევე შეიმუშავეს კუჭის, კუჭქვეშა ჯირკვლისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს განსაზღვრის ხერხი. კლინიკებში ამ კონკრეტული ინოვაციის დანერგვა ერთ წელში მოხდება.

”ამისთვის მიღებული გამოსახულებების მონაცემთა ბაზის შექმნაა საჭირო. გამოსახულებები ონკოლოგიური დაავადების სახეობების მიხედვით განსხვავდებიან ერთმანეთისგან”, — განაცხადა ჰასეგავამ.

ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ახალ ტექნოლოგიას უნარი შესწევს, სიმსივნური დაავადება უშეცდომოდ განსაზღვროს. ექსპერიმენტში 20 ონკოლოგიური ავადმყოფი და კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნების მქონე პაციენტი მონაწილეობდა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0