მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ოლიმპიური ჩემპიონი, რომელმაც სქესი შეიცვალა, Vanity Fair-ის გარეკანზე მოხვდა

ბრიუს ჯენერი
ბრიუს ჯენერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფოტოსესია ცნობილმა ამერიკელმა ფოტოგრაფმა და ჯენერის თანატოლმა ენი ლეიბოვიცმა ჩაატარა, რომელიც ისეთ ცნობილ ადამიანებთან მუშაობდა, როგორებიც არიან ჯონ ლენონი და იოკო ონო, დემი მური, ვუპი გოლდბერგი და სხვები.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ათჭიდში, ამერიკელი ბრიუს ჯენერი პოპულარული ამერიკული ჟურნალის Vanity Fair (”ამაოების ბაზარი”) გარეკანზე მოხვდა. ჯენერმა სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც სახელად კეიტლინი დაირქვა. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი” იუწყება.

65 წლის ჯენერმა მაისის დასაწყისში სქესის შეცვლის ათსაათიანი ოპერაცია გადაიტანა. ორშაბათს ცნობილმა ჟურნალმა, რომელიც პოლიტიკის, მოდის და მასობრივი კულტურის სხვადასხვა ასპექტებს აშუქებს, თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დააანონსა ივლისის ნომერი, რომლის გარეკანზეც ჯენერის გამოსახულებაა წარწერით ”დამიძახეთ კეიტლინი”.

ფოტოსესია ცნობილმა ამერიკელმა ფოტოგრაფმა და ჯენერის თანატოლმა ენი ლეიბოვიცმა ჩაატარა, რომელიც ისეთ ცნობილ ადამიანებთან მუშაობდა, როგორებიც არიან ჯონ ლენონი და იოკო ონო, დემი მური, ვუპი გოლდბერგი და სხვები.

 

აპრილის თვეში ტელეკომპანია ABC-ზე, ტელეშოუს ეთერში ჯენერი ქალის ტანსაცმელში გამოწყობილი გამოჩნდა. ყოფილმა სპორტსმენმა განაცხადა, რომ მეტი ”აღარ შეუძლია ტყუილი და სიმართლის დამალვა”, და რომ ის ”ყველა ოცნებაში და ყველა მიმართულებით თავს ქალად გრძნობდა”. მისი თქმით, 1976 წლის ოლიმპიადაზე ის უკვე აღიქვამდა თავს ქალად. 1991 წელს ჯენერმა ცნობილი ამერიკელი ფოტომოდელის და რეალიტი-შოუს ვარსკვლავის კიმ არდაშიანის დედაზე იქორწინა. 2014 წელს ცოლ–ქმარმა განქორწინება გადაწყვიტა.  ჯენერი სულ სამჯერ იყო დაქორწინებული. მას ექვსი საკუთარი და ოთხი აყვანილი შვილი ჰყავს.


ყველა ახალი ამბავი
0