მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სტუბი: სამიტის დეკლარაციაში ყირიმის საკითხიცაა მოხსენიებული

© photo: Sputnik / Алексей Даничев / გადასვლა მედიაბანკშიალექსანდრე სტუბი
ალექსანდრე სტუბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინეთის პრემიერ–მინისტრმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ დეკლარაციაში „ყირიმის ნახევარკუნძულის შესახებ რაღაც იქნება“, მაგრამ ყველამ უნდა გაიგოს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ.

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. ყირიმის საკითხი ასე თუ ისე აისახება რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შემაჯამებელ დეკლარაციაში, განაცხადა პარასკევს ფინეთის პრემიერმა ალექსანდრ სტუბმა. ამის თაობაზე იუწყება სააგენტო РИА Новости.

„ ჩვენ ვმსჯელობთ ამ საკითხზე. შეუძლებელია, ჩამოხვიდე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე და გაექცე ამ თემის განხილვას. იმავდროულად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, შემაჯამებელ დეკლარაციაში ყირიმის ნახევარკუნძულზე რაღაც იქნება… მაგრამ ჩვენ პრაქტიკულ საკითხებზეც გვსურს საუბარი“, — უთხრა მან ჟურნალისტებს. 

პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ითვალისწინებს ევროკავშირის  პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელორუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან. ჩამოთვლილთაგან სამმა უკანასკნელმა გასულ წელს უკვე მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირებულ პარტნიორობის შეთანხმებას. 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი 21–22 მაისს იმართება რიგაში. მასში მონაწილეობენ ევროკავშირის ქვეყნებისა და სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურები და ასევე პროგრამაში შემავალი ქვეყნების პირველი პირები. 


ყველა ახალი ამბავი
0