მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აკაკი გოგია ინგლისის ჩემპიონთა თასზე იასპარეზებს

გამოწერა
III ბუნდესლიგის კლუბ „ჰალეშერის“ შემტევი ნახევარმცველი გოგია გერმანიიდან ბრიტანეთში გაემგზავრება.

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. ქართული წარმოშობის  გერმანელმა ფეხბურთელმა აკაკი გოგიამ, ინგლისურ კლუბ „ბრენტფორდთან“, რომელიც ჩემპიონთა თასზე გამოდის,  კონტრაქტს ხელი მოაწერა. ხელშეკრულების ვადა არ ხმაურდება, თუმცა გერმანული მედიის ინფორმაციით, საუბარი გრძელვადიან თანამშრომლობაზე მიდის.

ბრიტანეთში გოგია გერმანიიდან გაემგზავრება, სადაც  შემტევი ნახევარმცველი ბოლო წელი III  ბუნდესლიგის  „ჰალეშერის“ სახელით გამოდიოდა. გასულ სეზონზე ფეხბურთელმა 32 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 11 გოლი გაიტანა.

აკაკი გოგია გერმანიაში საცხოვრებლად 11 წლის ასაკში  წავიდა და ამ ქვეყნის 18, 19 და 20– წლამდელთა ნაკრებებში ითამაშა. გერმანულ გაზეთ „მიტელდოიჩე ცაიტუნგთან“ ინტერვიუში სპორტსმენმა განაცხადა, რომ  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მას შესთავაზა ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაში. ფეხბურთელი შეთავაზებას დათანხმდა და როგორც კი  აკაკი გოგიას მოქალაქეობის საკითხი მოგვარდება, გოგია შეძლებს სადებიუტო მატჩი გამართოს საქართველოს ნაკრები გუნდის  შემადგენლობაში. 


ყველა ახალი ამბავი
0