14:57 20 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
მსოფლიოში

ჩეჩნეთის პარლამენტზე შეტევისას ხუთმა ბოევიკმა შენობაში შესვლა მოახერხა

მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
0 0 0

ცხრის ნახევრის რაიონში გროზნოში საპარლამენტო შენობების კომპლექსში შეიჭრა ბანდიტთა შეიარაღებული ჯგუფი, ოთხი-ხუთი ადამიანის შეამდგენლობით, რომლებმაც დაცვის სამი თანამშრომლის მოკვლის შემდეგ შენობაში შეაღწიეს.

მოსკოვი, 19 ოქტომბერი.ახალი ამბები - საქართველო“. ჩეჩნეთის პარლამენტზე შეტევისას ხუთმა ბოევიკმა შენობაში შესვლა და მეოთხე სართულამდე მიღწევა მოახერხა, სამი მათგანი მოკლული იქნა, კიდევ ორმა თავი აიფეთქა, განაცხადა სამშაბათს სახელმწიფო დუმას პლენარულ სხდომაზე უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ვასილიევმა.

მანამდე ძალოვანი სტრუქტურები აცხადებდნენ სამ თავდამსხმელზე. რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა მინისტრმა რაშიდ ნურგალიევმა ჩეჩნეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ თათბირზე განაცხადა, რომ პარლამენტის შენობაში ბოევიკთა შეღწევის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

”სადღაც ცხრის ნახევრის რაიონში გროზნოში საპარლამენტო შენობების კომპლექსში შეიჭრა ბანდიტთა შეიარაღებული ჯგუფი, ოთხი-ხუთი ადამიანის შეამდგენლობით, რომლებმაც დაცვის სამი თანამშრომლის მოკვლის შემდეგ შენობაში შეაღწიეს. მათ პირველიდან მეოთხე სართულამდე ასვლა მოახერხეს, ორგანიზებული და ჩატარებული იქნა სპეცოპერაცია, რომლის დროსაც სამი ადამიანი იქნა ლიკვიდირებული, ხოლო ორმა თავი აიფეთქა”, - განაცხადა ვასილიევმა.

მისი მონაცემებით, დაჭრიოლები არიან მილიციის თანამშრომლები, პერსონალისა და დეპუტატთა შემადგენლობიდან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

”გაგზავნილია განაცხადები, რომლებზეც, ჩვენ, რა თქმა უნდა, პასუხებს მივიღებთ და მათ დეპუტატებს გავაცნობთ”, - განაცხადა კომიტეტის ხელმძღვანელმა.

ძალოვან სტრუქტურებში წყაროს მონაცემებით, სამშაბათს დილით, როდესაც რესპუბლიკის პარლამენტის ტერიტორიაზე დეპუტატების მანქანები შედიოდნენ, მათ მიჰყვა მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ტერორისტები იმყოფებოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა თავის თავზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, სხვები პარლამენტის შენობისკენ გაიჭრნენ, ატყდა სროლა. მთელი სამოქალაქო პერსონალი ევაკუირებული იქნა, განხორციელდა ტერიტორიის  ბლოკირება, ჩატარდა სპეცოპერაცია. სპეცრაზმმა ჩეჩნეთის პარლამენტის შენობის ბლოკირება მოახდინა იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

მთავარი თემები