მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროპარლამენტი მსოფლიოში ქრისტიანების დევნის შესახებ კონფერენციას გამართავს

გამოწერა
„მთელ მსოფლიოში რელიგიურ ნიადაგზე დევნის 75% მიმართულია ქრისტიანების წინააღმდეგ და ევროპა გულგრილი ვერ დარჩება ამ ფაქტის მიმართ“, – განაცხადა შიმინსკიმ.

თბილისი, 5 ოქტომბერი.ახალი ამბები - საქართველო“. სამშაბათს ბრიუსელში ევროპარლამენტი გამართავს საერთაშორისო კონფერენციას მსოფლიოში ქრისტიანთა დევნის შესახებ.

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვლენ სუდანის, ინდოეთის, ვიეტნამის და ერაყის წარმომადგენლები, – ქვეყნების, სადაც ბოლო დროს ქრისტიანების დევნამ მრავალრიცხოვანი მსხვერპლი გამოიწვია. გარდა ამისა, ფორუმის მონაწილეებს წარედგინებათ გერმანული, ჰოლანდიური და ამერიკული სამართალდამცავი ორგანოების ნაგარიშები.

კონფერენციის ინიციატორები არიან ევროპარლამენტის დეპუტატები მარიო მაურო იტალიიდან და კონრად შიმინსკი პოლონეთიდან.

„მთელ მსოფლიოში რელიგიურ ნიადაგზე დევნის 75% მიმართულია ქრისტიანების წინააღმდეგ და ევროპა გულგრილი ვერ დარჩება ამ ფაქტის მიმართ“, – განაცხადა შიმინსკიმ.

მისი მონაცემებით, ყოველწლიურად დევნის მსხვერპლი დაახლოებით 170 ათასი ქრისტიანი ხდება. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ევროპის სასამართლომ „თავის თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მსოფლიოში სარწმუნოების თავისუფლების დაცვაზე“.

კონფერენციის დროს, ევროპკავშირის ეპისკოპატთა კომისია, რომლის შტაბ–ბინაც ბრიუსელშია განთავსებული, წარმოადგენს მოხსენებას კონტინენტზე რელიგიური თავისუფლების დაცვასთან არსებული სიტუაციის შესახებ.

ევროპარლამენტს უკვე მიღებული აქვს რეზოლუცია მალაიზიაში, ეგვიპტესა და პაკისტანში ქრისტიანთა დევნის დაგმობის შესახებ. კონფერენციის ორგანიზატორთა აზრით, დეპუტატებმა უნდა გააქტიურონ თავიანთი მოღვაწეობა ამ მიმართულებით და რელიგიური დევნის აღმოფხვრის მიზნით შეიმუშაონ მექანიზმები, იუწყება „რია ნოვოსტი“.

ყველა ახალი ამბავი
0