მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ობამას მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონსი პატრუშევთან სოჭში მოლაპარაკებებს გამართვს

გამოწერა
5-6 ოქტომბერს სოჭში გაიმართება უშიშროების საბჭოების მდივნების, ეროვნული უშიშეროების საკითხებში პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრების და მინისტრების თანაშემწეების მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან შეხვედრა.

ვაშინგტონი, 4 ოქტომბერი.ახალი ამბები - საქართველო“. აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გენერალი ჯეიმს ჯონსი სოჭში ჩავა, სადაც მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენციაში, ასევე მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანთან ნიკოლაი პატრუშევთან, იუწყება ”რია ნვოსტი”.

როგორც რუსეთის უშიშროების საბჭოს პრეს-სამსახური იუწყება, 5-6 ოქტომბერს სოჭში გაიმართება უშიშროების საბჭოების მდივნების, ეროვნული უშიშეროების საკითხებში პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრების და მინისტრების თანაშემწეების მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან შეხვედრა.

”4-6 ოქტომბერს გენერალი ჯონსი სოჭში, სადაც მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოების საკითხებში პრესკონფერენციაში, შეხვედრებს გამართავს. გენერალი ჯონსი სიტყვით გამოვა 34-ე კონფერენციის მონაწილეების წინაშე, რომელზეც 21-ე საუკუნის უსაფრთხოების პრობლემები იქნება განხილული, მათ შორის ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფები, ტრანსნაციონალური დანაშაულის საკითხები, საფრთხეებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხები”, - ნათქვამია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიცილაური წარმომადგენლისმაიკ ჰამერის განცხადებაში.

”სოჭში ვიზიტის ფარგლებში გენერალი ჯონსი შეხვდება რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს აშშ-სა და რუსეთის უშიშროების საბჭოებს შორის დიალოგის გაგრძელების თაობაზე იმის შესხებ, თუ როგორ შეიძლება მთავრობებმა პროდუქტიულად იმუშაონ უსაფრთხოებისსფეროში საფრთხის დონის შესამცირებლად”, - ნათქვამია დოკუმენტში.

ყველა ახალი ამბავი
0