მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ობამა აშშ–ში განათლების სისტემის რადიკალურ რეფორმას ამზადებს

გამოწერა
უახლოეს ორ წელიწადზე პრეზიდენტმა ქვეყნის წინაშე ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნების 10 ათასი მასწავლებლის გადამზადების ამოცანა დააყენა.

თბილისი, 28 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. აშშ–ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიიჩნევს, რომ სკოლებსა და უნივერსიტეტებში ზუსტი და საბუნებისმტყველო მეცნერებებში გაღრმავებული სწავლა ამერიკის ზრდის მნიშვენლოვანი ფაქტორი გახდება 21–ე საუკუნეში.

„როდესაც ხელისუფლებაში მოვედი, მე მიზნად დავისახე ჩვენი ერის ამაღლება საშუალოდან უმაღლეს დონემდე საბუნებისმეტყველო და ზუსტ მეცნიერებებში. საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების სფეროში, საინჟინრო საქმეში და მათემატიკაში განათლების გაუმჯობესება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი სტუდენტების მომზადებაში 21–ე საუკუნის ეკონომიკაში კონკურენციის გასაწევად. და ამიტომ, ჩვენ ამერიკელი სტუდენტების მხარდასაჭერად უნდა შევარჩიოთ მასწავლებლები და მათ მათემატიკა და ზუსტი მეცნიერებები შევასწავლოთ“, – განაცხადა ობამამ.

უახლოეს ორ წელიწადზე პრეზიდენტმა ქვეყნის წინაშე ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნების 10 ათასი მასწავლებლის გადამზადების ამოცანა დააყენა. ათი წლის განმავლობაში ახალი მასწავლებლების რაოდენობამ ასი ათასს უნდა მიაღწიოს. 

დღევანდელი განცხადება – მორიგი ნაბიჯია ობამას მიერ განათლების რეფორმის გატარებაში და ინოვაციური პროექტების მხარდამჭერ კამპანიაში.

გასული წლის ნოემბერში ობამამ განაცხადა ინოვაციური პროექტების მხარდამჭერი კამპანიის დაწყების შესახებ. ამ კამპანიის მიზანი დაახლოებით ასე ჟღერს: „მომდევნო ათწლეულში აშშ ლიდერი უნდა გახდეს სამეცნიერო დას მათემატიკური განათლების სფეროში“. 

პრეზიდენტი გამოტყდა, რომ ის შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ კვლევების თანახმად, 15 წლის ამერიკელები 21–ე ადგილს იკავებენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროებში ცოდნის დონით, და 25–ე ადგილს – მათემატიკის ცოდნაში მსოფლიო რეიტინგში.

ობამამს მიერ შეთავაზებული გეგმის ფარგლებში, კომპანიებმა Intel, Xerox, Kodak და Time Warner Cable–მა, ბილ და მელინდა გეიტსების ფონდთან და კორპორაცია Carnegie–სთან ერთად მოილაპარაკეს, გამონახონ წარმატებული პროგრამები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მათემატიკაში და ტექნოლოგიების განვითარებაში, რათა შემდგომში ეს პროგრამები გაავრცელონ მთელ ამერიკაში.

მომზადებულია „რია ნოვოსტის“ მასალების საფუძველზე.

ყველა ახალი ამბავი
0