მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნატოს ორი სამხედრო მოსამსახურე ავღანეთის სამხრეთით დაიღუპა

გამოწერა
ამ დროისთვის ავღანეთში ანტიტერორისტული კოალიციის დანაკარგი საერთო ჯამში 536 შეადგენს. 2009 წლის მანძილზე უცხოული სამხედრო კონტინგენტის დანაკარგმა 521 ადამიანი შეადგინა.

ქაბული, 26 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. კვირას ავღანეთის სამხრეთ ნაწილში ნატოს ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, როდესაც მათი ჯავშანტრანსპორტიორი აფეთქდა, იუწყება ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) პრეს–სამსახური.

პრეს–სამსახურის ინფორმაციით, კიდევ სამი უცხოელი სამხედრო მოსამსახურე შაბათს იქნა მოკლული – ორი სამხრეთ ავღანეთში, ერთი კი ქვეყნის აღმოსავლეთით

ამ დროისთვის ავღანეთში ანტიტერორისტული კოალიციის დანაკარგი საერთო ჯამში 536 შეადგენს. 2009 წლის მანძილზე უცხოული სამხედრო კონტინგენტის დანაკარგმა 521 ადამიანი შეადგინა.

ქართველი სამხედროები ავღანეთში 2009 წლიდან იმყოფებიან. უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში 900 სამხედრო მოსამსახურეა. ერთი ასეული (175 ჯარისკაცი და ოფიცერი) განლაგებულია ქალაქ ქაბულში საფრანგეთის პასუხისმგებლობის ზონაში, ხოლო 31–ე ბატალიოანი დისლოცირებულია გილმენდის პროვინციაში – აშშ–ის პასუხისმგებლობის ზონაში.

სექტემბრის დასაწყისში ავღანეთში პირველი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა – 31–ე ბატალიონის ოცმეთაური მუხრან შუკვანი. კაპრალი ალიკ გითოლენდია კი მძიმედ დაიჭრა, მან ორივე კიდური დაკარგა.

ყველა ახალი ამბავი
0