მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პენტაგონი იზიარებს ისრაელის შიშს რუსეთის მიერ სირიისთვის რაკეტების მიყიდვასთან დაკავშირებით

გამოწერა
”მინისტრი იზიარებს ისრაელის შიშს... ორშაბათს მან განუცხადა ისრაელელ კოლეგას (ეხუდ ბარაკს) ”პირისპირ” შეხვედრაზე, რომ შეშფოთებულია იმით, რომ ამ გარიგებამ, შესაძლოა, დესტაბილიზაცია გამოიწვიოს რეგიონში”.

ვაშინგტონი, 21 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. პენტაგონი შეშფოთებულია რუსეთის ზრახვებით, სირიაში გემსაწინააღმდეგო რაკეტების ”იახონტის” მიწოდებასთან დაკავშირებით, განაცხადა ამერიკული თავდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეფ მორელმა.

”მინისტრი იზიარებს ისრაელის შიშს... ორშაბათს მან განუცხადა ისრაელელ კოლეგას (ეხუდ ბარაკს) ”პირისპირ” შეხვედრაზე, რომ შეშფოთებულია იმით, რომ ამ გარიგებამ, შესაძლოა, დესტაბილიზაცია გამოიწვიოს რეგიონში”, - განუცხადა მორელმა ჟურნალისტებს.

სააგენტო ”რია ნოვოსტის” განცხადებით, გასულ პარასკევს, ვაშინგტონში ყოფნისას, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი აურს არ იტყვის სირიისთვის საშუალო რადიუსის მქონე ზებგერითი გემსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტების ”იახონტის” მიწოდებაზე, მიუხედავად ისრაელისა და აშშ-ის წინააღმდეგობისა. ეს ქვეყნები მიიჩნევენ, რომ სარაკეტო კომპლექსები შესაძლოა ტერორისტების ხელში აღმოჩნდეს.

რუსეთის მინისტრის თქმით, ეს შიში უსაფუძვლოა, მითუმეტეს, რომ რუსეთი ყოველთვის ახორციელებს ამგვარ მიწოდებას მკაცრი პირობებით. სერდიუკოვმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი განიხილებოდა პენტაგონის უფროსთან რობერტ გეიტსთან შეხვედრაზე. კონტრაქტი, სირიისთვის რაკეტების მიწოდების შესახებ 2007 წელს გაფორმდა.

მანამდე ისრაელის ხელისუფლება აცხადებდა, რომ რაკეტების გაყიდვა ისრაელს ემუქრება, რადგან სირია მხარს უჭერს ლიბანის დაჯგუფებას ”ჰეზბალაჰს”, რომელიც მანამდე აქტიურად იყენებდა  რუსული და საბჭოთა წარმოების იარაღს ისრაელის წინააღმდეგ, კერძოდ, 2006 წელს ლიბანის მეორე ომის დროს.

კითხვებზე პასუხისას მორელმა აღნიშნა, რომ გეიტსმა ეს საკითხი უკვე განიხილა რუსეთის წარმომადგენლებთან და ”მოსკოველ პარტნიორებს სთხოვა”, ახსოვდეთ ასეთი გარიგებების შედეგები.

კვირას ისრაელის მასმედია იუწყებოდა, რომ ისრაელი, სირიისთვის რაკეტების მიყიდვასთან დაკავშირებით, სიმეტრიული საპასუხო ნაბიჯების შესაძლებლობაზე მიანიშნებს. გაზეთი ”ედიოტ ახრონოტი”, კერძოდ, ერთერთი მაღალჩინოსანი წყაროს ციტირებას ახდენდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ისრაელი აქამდე თავს იკავებს შეიარაღების მიწოდებაზე, რომელსაც რუსეთის ფედერაციისთვის მგრძნობიარე რეგიონებში ძალთა ჩამოყალიბებულ ბალანსზე გავლენის მოხდენა შეუძლია და ასეთივე დამოკიდებულების იმედი აქვს უსაფრთხოების სფეროში საკუთარი ინტერესების მიმართ.

”ისინი ერთი ნაბიჯით ძალიან შორს წავიდნენ. ეს ჩვენი მათთან თანამშრომლობის სულისკვეთებას არ შეესაბამება”, - გაზეთი წყაროს ციტირებას ახდენს.

ახალი ამბების ინტერნეტ-პორტალმა ”უაი-ნეტ”-მა, რომელიც აფილირებულია ”ედიოტ ახრონოტთან”, დაწერა, რომ ”ისრაელის ოფიციალური პირები რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ზონებში იარაღის გაყიდვით იმუქრებიან”.

ასეთ ”ზონებს” ადგილობრივი პრესა, ჩვეულებრივ, საქართველოს მიაკუთვნებს, რომელთანაც ისრაელს მჭიდრო სამხედრო-ტექნიკური კავშირები ჰქონდა, მაგრამ 2008 წლის მოვლენების წინ ეს კავშირები ალაგმა, რადგანაც რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში ურთიერთობების გაფუჭება არ უნდოდა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მოსკოვის სიმეტრიული პასუხის გამო შიშობდა. ”ედიოტ ახრონოტმა” რუსეთის განზრახვას, შეასრულოს კონტრაქტი სირიასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრის ეხუდ ბარაკისთვის ”სილის გაწვნა” უწოდა, რომელიც ორი კვირის წინ რუსეთში იმყოფებოდა და, ადგილობრივი მასმედიის მონაცემებით, რუსეთის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებზე სარაკეტო მიწოდებების თემა წამოწია.

 

წყარო: РИА Новости

ყველა ახალი ამბავი
0