მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა А/H1N1 პანდემიის დროს ფარმაცევტებთან შეთქმულება უარყო

გამოწერა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში H1N1 გრიპის 18,5 ათასი შემთხვევა ლეტალური შედეგით დასრულდა. 200-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა ინფიცირებულები.

თბილისი, 14 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კატეგორიულად უარყოფს ფარმაცევტულ კომპანიებთან შეთქმულებას ღორის გრიპის პანდემიის დროს და მზად არის უახლოეს დროში გამოაქვეყნოს სხდომების და მიღებული გადაწყვეტილებების პროტოკოლები, განაცხადა მოსკოვში ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მარგარეტ ჩენმა, იუწყებარია ნოვოსტი”.

 

მოქმედებდა თუ არა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებებზე  ფარმაცევტულ მწარმოებლებთან კავშირები? შემიძლია დავადასტურო რომ არასდროს მინახავს არც ერთი დასტური, არც ერთი ფაქტი, რომელიც მიუთითებდა იმას, რომ ფარმაცევტულ ინტერესებს პრიორიტეტი ენიჭება ჯანდაცვის ინტერესებთან შედარებით”, - განაცხადა ჩენმა.

А/H1N1 გრიპის ვირუსი 2009 წლის მარტის ბოლოს მექსიკაში, აშშ-სა და კანადაში იქნა აღმოჩენილი, სადაც დაფიქსირდა პირველი ლეტალური შემთხვევები. იმავე წლის აპრილში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა ღორის გრიპის პანდემია და თანდათან ზრდიდა საფრთხის დონეს, დაუყონებლივ იქნა მიღებული გლობალური ვაქცინააციის ზომები. 2009 წლის ივნისში პირველად 40 წლის მანძილზემსოფლიოში А/H1N1 ვირუსის სწრაფ გავრცელებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალურად განაცხადა მეექვსე, მაქსიმალური დონის საფრთხის შესახებ.

იმის შესახებ, რომ A/H1N1 გრიპის პანდემია დასრულდა ორგანიზაციამ 2010 წლის აგვისტოში განაცხადა. მაშინ ჩენმა აღნიშნა, რომ მსოფლიოსთვის საფრთხის მეექვსე დონე დასრულდა და პოსტპანდემიური პერიოდი იწყება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში H1N1 გრიპის 18,5 ათასი შემთხვევა ლეტალური შედეგით დასრულდა. 200-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა ინფიცირებულები.

ჩენმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დახმარებით, გრიპის ამ სახეობის წინააღმდეგ ვაქცინა 83 ქვეყანამ დაბალ ფასად ან უფასოდ მიიღო. ორგანიზაცია აწარმოებდა ყველა ჩატარებული სხდომის პროტოკოლებს ღორის გრიპის  პანდემიასთან დაკავშირებით. ”უახლოეს დროში ჩვენ მათ საზოგადოებას წარვუდგენთ”, - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, ჩენმა პირობა დადო, რომ ოგანიზაცია გადახედავს დაავადებების ახალი სახის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაზე და პანდემიის მსვლელობაზე. ”საზოგადოება ძალიან ემოციურად რეაგირებდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებებზე A/H1N1 გრიპის პანდემიაზე, შესაძლოა, იყი პანიკაც”, - აღნიშნა მან.

ყველა ახალი ამბავი
0