მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ–ის მოქალაქეები 11 სექტემბრის საფრთხეების შესახებ გააფრთხილა

გამოწერა
სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, რიგ ქვეყნებში, მათ შორის ავღანეთსა და ინდონეზიაში საპროტესტო დემონსტრაცეიბი შესაძლოა საკმაოდ მწვავე გამოდგეს.

 

ერევანი, 10 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფრთხილა ამერიკის მოქალაქეები საფრთხეების შესახებ, რომელიც, შესაძლოა, მათ მთელ მსოფლიოში ემუქრებათ ფლორიდის ერთ–ერთი ეკლესიის პასტორის დაპირების გამო, რომელმაც განაცხადა, რომ 11 სექტემბერის ტერაქტების მსხვერპლთა ხსენების დღეს ყურანის რამდენიმე კოპიის დაწვას აპირებს.

 

„აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოსცა გაფრთხილება ამერიკელი მოქალაქეებისადმი მათი გაფრთხილების მიზნით, მთელ მსოფლიოში შესაძლო ანტიამერიკული აქციების გამართვის შესახებ, რომელიც, შესაძლოა, განხორცილდეს ფლორიდის ერთ–ერთი ეკლესიის ზრახვების საპსუხოდ“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში, იუწყება „რია ნოვოსტი“. 

სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, რიგ ქვეყნებში, მათ შორის ავღანეთსა და ინდონეზიაში საპროტესტო დემონსტრაცეიბი შესაძლოა საკმაოდ მწვავე გამოდგეს. 

„ჩვენ მოგიწოდებთ თქვენ, ყურადღებით ადევნოთ თვალყური ადგილობრივი მოქალაქეების რეაქციებს შექმნილ სიტუაციაზე და თავი აარიდოთ ადგილებს, სადაც შესაძლოა დემონსტრაციები ჩატარდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა საზღვარგარეთ მყოფ ამერიკელებს, აგრეთვე ყველას ვინც აპირებს საზღვარგარეთ გამგზავრებას, დარეგისტრირდნენ საკონსულოებში, რათა მიმდინარე მოვლენების შესახებ ბოლო ინფორმაციებს ფლობდნენ.

„მთელ მსოფლიოში ამერიკულ სამთავრობო დაწესებულებებში შენარჩუნდება გაძლიერებული მზადყოფნის რეჟიმი. მათ შეუძლიათ დროებით დაიხურონ და შეაჩერონ მოსახლეობასთან მუშაობა... აშშ–ის საელჩოები და საკონსულოები ყველაფერს გააკეთებენ, რათა აუცილებლობის შემთხვევაში დახმარება გაუწიონ ამერიკის მოქალაქეებს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე მოუწოდა ამერიკელებს ყურადღებით ადევნონ თვალყური ახალ ამბებს ამ სახიფათო დღეებში. 

ამ გაფრთხილების მოქმედებს ვადა 30 სექტემბერს იწურება.

მანამდე, თეთრმა სახლმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმეს პასტორის გეგმები ყურანის ასლების დაწვის შესახებ, როგორც ამერიკული დემოკრატიის სულისკვეთების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს ამერიკული ჯარის და საზღვარგრეთ მყოფი ამერიკის მოქალაქეების უსაფრთხოებას.

ყველა ახალი ამბავი
0