22:22 20 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
მსოფლიოში

საბერძნეთში საზოგადოებრივ ადგილებში სიგარეტის მოწევა სრულად აიკრძალება

მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
2 0 0

ოთხშაბათს საბერძნეთში დახურულ შენობებში მოწევის სრული აკრძალავა შედის ძალაში, განაცხადა ამ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

 

თბილისი, 1 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. ოთხშაბათს საბერძნეთში დახურულ შენობებში მოწევის სრული აკრძალავა შედის ძალაში, განაცხადა ამ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

ბერძნები ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მწეველები არიან ევროპის კავშირში: 10 მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობის 42% ეწევა. საშუალო მწეველი საბერძნეთში ევროკავშირისთვის რეკორდულ - 4,313 ათას სიგარეტს ეწევა წელიწადში (დღეში თითქმის 12 სიგარეტს).

2009 წლის ივნისიდან მოწევა აკრძალული იყო 70 კვადრატულ მეტრამდე ფართის დახურულ შენობებში, ხოლო დაწესებულებებში და საწარმოებში მოსაწევად სპეციალური ოთახები იყო გამოყოფილი.

ახალი ნორმები ითვალისწინებს მოწევის სრულ აკრძალვას დაწესებულებებში, კინოთეატრებში, სტადიონებზე, ტრანსპორტში, სკოლებსა და საავადმყოფოებში. ასევე არ შეიძლება მოწევა ბარებში, კაფეტერიებში, რესტორნებში. უახლოესი რვა თვის განმავლობაში გამონაკლისი იქნება დაშვებული 300 მეტრზე მეტი ფართის გასართობ ცენტრებში.

”აკრძალვის რეალიზებას მუდმივი კონტროლით და ჯარიმებით დავუჭერთ მხარს”, - აღნიშნულია საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ჯარიმები 50-დან (ბარში მოკიდებული სიგარეტისთვის) 200 ევრომდე (სახელმწიფო დაწესებულებაში მოწევისთვის) იმერყევებს. დაწესებულებების მფლობელები, რომლებსაც დარღვევაში გამოავლენენ, გადაიხდიან ჯარიმას 500-დან 10 ათას ევრომდე.

მთავარი თემები