მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„სბერბანკის“ ხელმძღვანელი გრეფი შესაძლოა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დირექტორთა საბჭოში შევიდეს

გამოწერა
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა კლაუს შვაბმა რუსეთის „სბერბანკის“ ხელმძღვანელთან გერმან გრეფთან სამუშაო შეხვედრის მსვლელობისას მიიწვია ის ფორუმის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში, განაცხადა ორშაბათს რუსეთის უმსხვილესი ბანკის პრეს–სამსახურმა.

მოსკოვი, 30 აგვისტო. „ახალი ამბები - საქართველო“.  მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა კლაუს შვაბმა რუსეთის „სბერბანკის“ ხელმძღვანელთან გერმან გრეფთან სამუშაო შეხვედრის მსვლელობისას მიიწვია ის ფორუმის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში, განაცხადა ორშაბათს რუსეთის უმსხვილესი ბანკის პრეს–სამსახურმა.

გრეფი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის საერთაშორისო საქმიან საბჭოში შედის, გახდა რუსეთის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელმაც ამგვარი წინადადება მიიღო.

სააგენტო „რია ნოვოსტის“ განცხადებით, შვაბმა და გრეფმა განიხილეს დავოსი–2011–ის ეკონომიკური ფორუმის მოსამზადებელი საკითხები, რომელზეც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის – უმსხვილესი საერთაშორისო არასამათავრობო ორგანიზაციის დაარსების მე–40 წლისთავს აღნიშნავენ.

გრეფმა რუსული დელეგაციის პროგრამა წარმოადგინა, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ „სბერბანკის“ წარმომადგენლები.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი – დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციაა, მის ერთ–ერთ ძირითად მიზანს გლობალური, რეგიონული და დარგობრივი სტრატეგიების განვითარების ჩამოყალიბება წარმოადგენს, არა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ სოციალურ სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0