იდეალურობის საფასური: კარგი ცოლი, ცუდი ცოლი, ბედნიერი ქალი

გამოწერა
კარგი ცოლის იდეალისკენ სწრაფვაში ქალი საბოლოოდ ტყდება. ის ბრაზიან, ნერვულ, აგრესიულ, კაპას ქალად იქცევა. ცუდი ცოლი ქაოტურად ცხოვრობს. ის მსხვერპლს არ იღებს იდეალური ცოლის სტატუსის მისაღებად.

როგორია კარგი ცოლი და როგორია ცუდი ცოლი? როგორია, ზოგადად,  იდეალური ცოლი? როგორც ჩანს, იდეალურობისთვის ძალზე მაღალი საფასურია გადასახდელი: ჯანმრთელობა, სილამაზე, სიყვარული...

წაიკითხეთ აქ: მსხვერპლს არც სილამაზე მოითხოვს და არც სიყვარული...

როგორია კარგი ცოლი

თანამედროვე საზოგადოება კარგი ცოლის პორტრეტს ფრიადოსნის სახით წარმოგვიდგენს:

  • მოვლილი და სუფთა
  • სახლში იცავს წესრიგს ჯარის ნორმატივების დონეზე
  • აჩვენებს ქალღმერთის კულინარიულ შესაძლებლობებს — პირველი კერძი, მეორე, კომპოტი ყოველდღე სხვადასხვა ვარიაციებით…
  • ბავშვები მოვლილი, მაძღარი, იდეალური დედის სადღეღამისო ყურადღებით განებივრებული
  • ქმარი — გამოკვლეულია ქმედუნარიანობისა და ფიზიოლოგიის მხრივ, სწორად ჩაცმული, ჭამის დროს მანერებს იცავს, ჯამაგირს ცოლს აბარებს, ლუდს არ სვამს, ყოველწლიურად სამედიცინო გამოკვლევას იტარებს.

ამასთან ერთად ასეთი ცოლი აუცილებლად უნდა შეიგრძნობდეს და ასხივებდეს სიმშვიდეს, ბედნიერებას. ასეთი განლაგების დროს, რატომღაც, მიიჩნევენ, რომ ცოლი ვალდებულია ბედნიერი, ყოველთვის კარგ განწყობაზე იყოს და, რაც მთავარია, ამას გულწრფელად გრძნობდეს.

ქალი - Sputnik საქართველო
საკუთარ თავზე ეკონომიის რეჟიმში - დაავადება, როდესაც ქალში ქალი ნადგურდება

როგორ არის ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში, პრაქტიკაში? იმისთვის, რომ იდეალურად იზრუნო ქმარზე, ბავშვებზე, სახლზე, იყო არაიძულებით სექსუალურ განწყობაზე, დრო და სურვილია საჭირო. ყველაფერი ზემოაღნიშნულის შესრულება ნორმალურ ქალს უბრალოდ არ შეუძლია. მაგალითად, დაუთოებას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება, სახლის მინიმალურ დალაგებას — ორი, სამჯერადი კვებისთვის კერძების მომზადებას ბავშვებისა და ქმრისთვის — კიდევ რამდენიმე საათი და ა.შ.

ამას გარდა, ბავშვს საშინაო დავალება უნდა შეუმოწმო, მიიღო შხაპი, მაღაზიაში წახვიდე, ჭამო, დაიძინო, დაიბანო, გაიკეთო მანიკიური, შეიძლება დედამთილის მონახულებაც აუცილებელი იყოს, რადგან მას მაღალი წნევა აწუხებს, კიდევ… ქმართან ინტიმური ურთიერთობა უნდა გქონდეს! მისია შეუსრულებელია.

წაიკითხეთ აქ: რა ანგრევს ქალის სექსუალურ ენერგიას და როგორ შეიძლება მისი აღდგენა

კარგი ცოლის იდეალისკენ სწრაფვაში ქალი საბოლოოდ ტყდება. ის ბრაზიან, ნერვულ, აგრესიულ, კაპას ქალად იქცევა, რომელიც აგრძელებს საკუთარი მხრებით შეუძლებლის ზიდვასა და შინაგანად ყველას სიძულვილს, ვისაც მისი გაღებული მსხვერპლი ეკუთვნის. მათ შორის სძულს საკუთარი თავიც, იმიტომ რომ არ იცის სხვანაირად ცხოვრება, მაგრამ — დაიღალა!

როგორია ცუდი ცოლი?

ცუდი ცოლი ქაოტურად ცხოვრობს. არა, ის იცავს ჰიგიენის წესებს ყოფაში, ამზადებს ვახშამს, ზრუნავს ბავშვების განვითარებაზე. მაგრამ მის კარადაში შეიძლება აღმოაჩინოთ ნახევარი წლის წინ დაკარგული პომადა. მის საწოლთან, ტუმბოზე დევს ბავშვის წინდა, წყლის ჭიქა და ქალების ჟურნალი, რომელზეც მტვრის ფენაა. მის მაცივარში ხანდახან სიცარიელეა და ხან — პროდუქტები ფუჭდება. ის მთელი ოჯახისთვის პიცას უკვეთავს, თუ ეზარება სადილის მომზადება. ის თავს უფლებას აძლევს, შაბათ დღეს პიჟამით იაროს და დივანზე ინებივროს საყვარელი სერიალის ყურებისას. ის მსხვერპლს არ იღებს იდეალური ცოლის სტატუსის მისაღებად.

გედი - Sputnik საქართველო
გინდათ თქვენი შვილი ბედნიერი იყოს? ამისთვის ერთადერთი რამ უნდა გააკეთოთ...

მას გულწრფელად ეზარება, ადაპტირებს ვითარების მიხედვით, ისწრაფვის კომფორტისკენ და არა პერფექციონიზმისკენ. ასეთი ცოლი კეთილია, მოვლილი, ბედნიერებისგან ბრწყინავს, ხანდახან ტირის და სევდიანია. ის თავს უფლებას აძლევს ნამდვილი იყოს. სწორედ ასეთი ცოლების შურთ იდეალურებს. თავს იჭამენ იმის გამო, რომ თვითონ არ შეუძლიათ ასე.

ამასთან, ცუდი ცოლით ამაყობს ქმარი, ის უყვართ ბავშვებს. ასეთი ქალის გვერდით მამაკაცი გრძნობს თავის მნიშვნელობასა და აუცილებლობას — მისი ცოლი ხომ ასეთი სუსტია, უმწეო და მის გარეშე — არაიდეალური. ბავშვებიც დედისკენ იწევენ, ის ხომ იღიმება. მას აქვს ამისთვის დრო. ხომ არ ათრევს მხრებით ყველაფერს გმირული დევიზით: „ეს ჩემი ჯვარია და მე უნდა ვზიდო ის". რა ჯვარი? სად და ვისთვის უნდა ზიდო?!

იდეალურობისთვის ძალზე მაღალი საფასურია გადასახდელი: ჯანმრთელობა, სილამაზე, სიყვარული. ღირს კი ლამაზი ოჯახის სურათი ასეთ მსხვერპლად? იქნებ, სჯობს მიიღოთ ის, რაც თქვენთვის არის მორგებული და კომფორტული?

ყველა ახალი ამბავი
0