Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„25 წლამდე მოკლე კაბაც კი არ მცმია“ – შორენა ბეგაშვილს ბავშვობის გახსენების ეშინია

© photo: courtesy of Shorena Begashviliშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
37 წლის მსახიობის და მოდელის კარიერა და პირადი ცხოვრება მუდმივად მოჭარბებული ყურადღების საგანია. მისი გარეგნობა, ვარცხნილობა, ჩაცმულობა სწრაფად ხდება განხილვის საგანი და, საერთოდ, საზოგადოება მასზე საუბარს არ წყვეტს.

მიუხედავად თავბრუდამხვევი კარიერისა, როგორც თავად შორენა ამბობს, მისი ცხოვრების გზა მუდამ ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა. შორენა ბავშვობას გულისტკივილით იხსენებს:

„რადიკალურად განსხვავებული ვიყავი. ძალიან კარგია, რომ ბავშვობაში არ მიცნობდით და ხალხიც არ მიცნობდა... იმიტომ რომ აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანი ვიყავი. წარმოიდგინეთ, 25 წლამდე მოკლე კაბაც კი არ ჩამიცვამს, ჩემ თავს ვეწინააღმდეგებოდი“.

ეპატაჟური მსახიობი კარიერის დასაწყისში როლებს იოლად არ თანხმდებოდა და უჭირდა კომუნიკაცია რეჟისორებთან. ერთ-ერთი სერიალის კასტინგზე მას კაბის ჩაცმაზეც უთქვამს უარი:
„სხვა ტიპი ვიყავი, ერთ-ერთ ცნობილ სერიალში, როდესაც კასტინგზე დამამტკიცეს, მე ვუთხარი – იცით რა, კაბას არ ჩავიცვამ... თუ შარვლით გადამიღებთ, დავრჩები... შემომხედეს და გიჟად აღმიქვეს“.

საბოლოოდ, დამტკიცებულ როლზე კომპლექსების გამო უარი უთქვამს და სერიალის გადაღებაზე მაინც არ წასულა:

„არ მივედი იმ სერიალში, იმიტომ რომ კაბის ჩაცმის კომპლექსი მუდამ თან დამყვებოდა, უბრალოდ სხვა ტიპის ადამიანი ვიყავი“.

შორენა ბეგაშვილი ბავშვობიდან გამოირჩეოდა განსაკუთრებული სილამაზითა და შარმით. ის საკმაოდ ხელმოკლე ოჯახში იზრდებოდა. 9 წლის ასაკში სილამაზის ერთ-ერთ კონკურსზე დედის კაბით წასულა, რომელიც დამ გადაუკეთა, და სცენაზე გამოსვლაც გაუჭირდა მაკიაჟის გამო:

„მე ვფიქრობ, რომ არაფრით გამოვირჩეოდი. მეშინია ფოტოებს და ძველ შორენას რომ ვუყურებ გადაბმული წარბებით, გრძელი შავი თმებითა და სხვისი ტანსაცმლით... შთაბეჭდილებას ვტოვებდი, რომ „ცოტა დასავარცხნი“ გოგო ვიყავი“.

მიუხედავად სოციალური პირობებისა, შორენა ჰყვება, რომ სკოლაში კარგად სწავლობდა, თუმცა ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ხელს უშლიდა. დილით ადრე დგებოდა, მაგრამ სკოლაში მესამე გაკვეთილზე უწევდა წასვლა:
„მასწავლებლები ამას მპატიობდნენ, რადგან სწავლის პარალელურად ორ სამსახურში ვმუშაობდი და კონკურსებშიც ვიღებდი მონაწილეობას. დილით ადრე ადგომამ შრომა მასწავლა...“

მიუხედავად გადატანილი სირთულეებისა, ქართველი სექს-სიმბოლო ცხოვრებისეულ სირთულეებს მედგრად უმკლავდება და ბევრისთვის სამაგალითო დედა, ულამაზესი მოდელი და, უბრალოდ, საინტერესო ქალია...

 

 

ყველა ახალი ამბავი
0