06:04 12 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0286
  • 100 RUB4.0071
  • USD2.6609
დარინა სონიშვილი

გოგონა, რომელმაც 18 თვეში 65 კილოგრამი დაიკლო

© Courtesy of Darina Sonishvili / FB
რა-დიაცია
მოკლე ბმულის მიღება
130110

ჭარბი წონა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას და პროვოცირებას უწევს არა ერთი სერიოზული დაავადების განვითარებას. სამწუხაროდ არც ისე მარტივია ჭარბ წონასთან ბრძოლა და საკმაოდ მტკივნეულ პროცესს წარმოადგენს.

თუმცა, როცა ადამიანი მიზანს დაისახავს შეუძლებელი არაფერია. ჭარბი წონის პრობლემა  წარმატებით დაამარცხა დარინა სონიშვილმა, რომელმაც 18 თვის განმავლობაში  65 კილოგრამი დაიკლო. იყო რთული დღეები, იმედგაცრუება, მაგრამ შედეგი იმდენად სასიამოვნო აღმოჩნდა, დღემდე ვერ ჩერდება და  აგრძელებს კლებას. 

დარინა სონიშვილი
დარინა სონიშვილი

- ჭარბი წონა ბავშობიდან (დაახლოებით ხუთი-ექვსი წლის ასაკიდან) მაწუხებდა. არასწორი კვებითი რეჟიმის და მავნე ჩვევების გამო, წონაში მუდმივად ვიმატებდი. 17 წლის ასაკში დავიწყე ბრძოლა ჭარბ წონასთან. მინდოდა, რომ სასურველ ფორმაში ჩავმდგარიყავი და ენდოკრინოლოგს მივაკითხე, გამოკვლევების შემდეგ მივიღე გაწერილი კვება, რომელიც შედგებოდა ჩემთვის არასასურველი პროდუქტებით. ამის შემდეგ, ვცადე არა ერთი ე.წ. დიეტა, შიმშილი... მაგრამ სასურველ შედეგს ვერ ვაღწევდი.

ყველა დამეთანხმება, რომ მთელი ცხოვრება რაციონიდან ვერ ამოვიღებთ ცომეულს, ტკბილეულს და ე.წ. „სასუსნავს.“ ზემოთ ჩამოთვლილ ჩემს მცდელობას ჰქონდა გარკვეული შედეგი, თუმცა დროებითი. როგორც კი რაციონში ჩავრთავდი „აკრძალულ“ პროდუქტებს, დაკლებული კილოგრამების ციფრი იმატებდა და ორმაგდებოდა, რაც შემდგომში იმედგაცრუებას და რთულ ემოციურ-ფსიქიკურ მდგომარეობას იწვევდა. ასე გრძელდებოდა წლები და წონაც მემატებოდა. მუდმივად ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა, რომ წონაში დამეკლო.

დარინა სონიშვილი
დარინა სონიშვილი

- თუმცა დღეს არაჩვეულებრივი შედეგი გაქვთ. რა საშუალებებით დაიკელით და როგორ მიაღწიეთ სასურველ შედეგს?

- ერთ დღეს, სოციალურ ქსელში „ბისიეი და ექიმი ბორმენტალის“ გვერდზე შემხვდა ფოტო.  ერთ გოგონას საოცარი შედეგი ჰქონდა. მაშინ ცოტა დაუჯერებლად მეჩვენებოდა, მაგრამ დაკლების სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ კონსულტაციაზე იმ საღამოსვე ჩავეწერე. კონულტაციის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ ცენტრის მეთოდით მეცადა წონაში კლება, რადგან სხვა დიეტებისა და მცდელობებისგან განსხვავებული იყო. ამ მეთოდის უპირატესობები იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს რეჟიმი საკუთარ თავზე მოირგოს. რაც იმას ნიშნავს, რომ არ მოუწევს განსაკუთრებული საკვების მომზადება. ამ მეთოდის გამოყენებით, ვიკვებები სასურველი გემოებით, ყოველდღიურ რაციონში ჩართული მაქვს ცომეულიც და ტკბილეულიც.

დარინა სონიშვილი
დარინა სონიშვილი

- ყოფილა პერიოდი, რომ ფარ-ხმალის დაყრაზე ფიქრობდით? ბევრი იმედგაცრუება იყო?

- სანამ დიეტებით და შიმშილით ვცდილობდი დაკლებას რა თქმა უნდა იყო. მას შემდეგ, რაც „ბისიეიში“ დავდივარ, პროფესიონალების გუნდი არ მაძლევს ამის საშუალებას. მათგან მუდმივად იგრძნობა მხარდაჭერა, რაც ამ დროს უმნიშვნელოვანესია. პირადად მე ეს მიდგომა კლების პოცესში ძალიან დამეხმარა და დღემდე მეხმარება.

დარინა სონიშვილი
დარინა სონიშვილი

- დღემდე რამდენი კილოგრამი გაქვთ დაკლებული?

- ორი წელია, რაც ეს მეთოდი აღმოვაჩინე. 140 კილო ვიყავი  კლება, რომ დავიწყე. 18 თვის განმავლობაში 65 კილო დავიკელი. გარდა ამისა მნიშვნელოვანია შენარჩუნების პროცესი, რომელიც ჩართულია კურსის განმავლობაში.

- რას ურჩევთ ადამიანებს, ვისაც ჰგონიათ, რომ ვერ შეძლებენ ჭარბ წონასთან ბრძოლას და მის დამარცხებას?

- ერთხელ მაინც თუ გინახავთ საკუთარი თავი სიზმარში, ისეთი ტანადი, როგორიც თქვენ გინდათ რომ იყოთ ან ისე, გიფიქრიათ, როგორიც გინდათ იყოთ, აუცილებლად მიაღწევთ სასურველ შედეგს. მთავარია მოინდომოთ! ადამიანს შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს!

 

 

 

 

მთავარი თემები