ახალი ფეხსაცმლის ყიდვა მაინცდამაინც იოლი არ არის, მით უმეტეს, თუ მის შეძენას ინტერნეტით აპირებთ. ასეთ შემთხვევაში ადამიანი ყოველთვის 100 პროცენტით ვერ იქნება დარწმუნებული იმაში, რომ ფეხსაცმელი მოხერხებული და მორგებული გამოდგება.
როგორ განვსაზღვროთ მაღალქუსლიანი თუ დაბალქუსლიანი ფეხსაცმლის მოხერხებულობა?
ექსპერტები ირწმუნებიან, რომ მთავარი ფაქტორი, რომელიც ფეხსაცმლის მოხერხებულობას განსაზღვრავს — ეს ქუსლსა და ლანჩს შორის არსებული დაშორებაა. თუ ის, სულ ცოტა, 3 სანტიმეტრია, იცოდეთ, რომ, რაოდენ მაღალიც უნდა იყოს ფეხსამოსი, ის მაინც მორგებული იქნება და სიარული არ გაგიჭირდებათ.
გახსოვდეთ: რაც მეტია დაშორება ქუსლსა და ლანჩს შორის, მით კომფორტულია ფეხსაცმელი.
თუ ის 3 სანტიმეტრზე ნაკლებია, მაშინ ფეხსაცმლის "პადიომი" ძალიან მაღალი იქნება და სხეულის წონა მთლიანად ფეხის თითებს დააწვება.
ამიტომ, ნუ შეგრცხვებათ თან წაიღოთ პატარა სახაზავი, როცა ფეხსაცმლის საყიდლად მაღაზიაში წასვლას დააპირებთ, ხოლო ინტერნეტით შეძენისას მენეჯერ-კონსულტანტს ჰკითხოთ, რამდენი სმ-ა ქუსლსა და ლანჩს შორის.
გახსოვდეთ: თქვენი ფეხების ჯანმრთელობა სწორად შერჩეულ ფეხსაცმელზეა დამოკიდებული.