რამდენ ხანს გაგრძელდება უამინდობა საქართველოში

© Sputnik / Alexander Imedashviliთოვლი თბილისში
თოვლი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
გამოწერა
ამინდი საქართველოში 17 თებერვალს მკვეთრად გაუარესდა. გუდაური–კობის მონაკვეთზე თოვლი და ყინვა კიდევ დაახლოებით 10 დღე გაგრძელდება

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე თოვლი, ყინვა, ძლიერი ქარი და მოღრუბლულობა 26 თებერვლამდე შენარჩუნდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ამინდი საქართველოში მკვეთრად ოთხშაბათს, 17 თებერვალს გაუარესდა. თოვლი ქვეყნის უმეტეს რაიონებში მოვიდა და მათ შორის – თბილისშიც.

თოვლი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
თბილისში ინტენსიურად თოვს: გზებზე საცობებია

გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს. დღის განმავლობაში მოსალოდნელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 5–7 გრადუსამდე შემცირდება, ხოლო დღისით 0–2 გრადუსი იქნება.

ხუთშაბათს, 18 თებერვალს ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი. ღამით და დილით მცირე თოვლი მოვა. ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, თუმცა დროგამოშვებით 18–20 მეტრამდე გაძლიერდება. მოსალოდნელია ქარბუქი. ტემპერატურა ღამით მინუს 11–13, ხოლო დღისით მინუს 4–6 გრადუსი იქნება.

პარასკევსა და შაბათს, 19 და 20 თებერვალს სინოპტიკოსები ცვალებად მოღრუბლულობას ვარაუდობენ. შესაძლებელია მცირე თოვლი, ტემპერატურა ღამით იქნება მინუს 13–15, ხოლო დღისით მინუს 5–7 გრადუსი.

კვირას, 21 თებერვალს ასევე ცვალებადი მოღრუბლულობაა ნავარაუდევი, თუმცა ნალექი მოსალოდნელი არაა. ღამით ტემპერატურა მინუს 16–18, ხოლო დღისით მინუს 3–5 გრადუსი იქნება.

შემდეგი კვირიდან, ორშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით, იქნება ღრუბლიანი ამინდი, მოსალოდნელია მცირე თოვლი. ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს. ტემპერატურა ღამით 14–16, ხოლო დღისით 2–4 გრადუსი ყინვა იქნება.

ხუთშაბათსა და პარასკევს, 25–26 თებერვალს ძირითადად მოღრუბლული ამინდებია მოსალოდნელი. ასევე ნავარაუდევია თოვა და დროგამოშვებით – ძლიერი. მთელი დღე იქროლებს ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ტემპერატურა ღამით მინუს 11–13, ხოლო დღისით 0–2 გრადუსი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0