როგორი ამინდი იქნება თბილისში პარასკევს, 12 თებერვალს

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
გამოწერა
თებერვალი კვლავ გვანებივრებს ზამთრისთვის უჩვეულო თბილი დღეებით – პარასკევს დედაქალაქში 16 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში პარასკევს, 12 თებერვალს ნაწილობრივ მოღრუბლულ, მაგრამ უპირატესად მზიან ამინდს პროგნოზირებენ.

ტემპერატურა ღამით +6–9 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით ჰაერი 16 გრადუსამდე გათბება.

მზე ადგილობრივი დროით 08:01 საათზე ამოვა და 18:29 საათზე ჩავა.

 

ყველა ახალი ამბავი
0